აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება.
ნეიროგანვითარების ცენტრის ორგანიზებით მზიურის პარკში აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის …

დაწვრილებით »
აუტიზმის შესახებ

ყველაფერი აუტიზმის შესახებ – რა არის აუტიზმი, რა არის ასპერგერის სინდრომი, აუტიზმი და ასპერგერის სინდრომი, არსებობს თუ არა წამალი, მითები და რეალობა და სხვ.

ინფორმაცია მშობლებისათვის

ზოგადი რჩევები, კომუნიკაცია და ურთიერთობა, გარემო და გარემოცვა, ქცევების გზამკვლევი, მიდგომების შერჩევა, ასპერგერის სინდრომი, მითები, რეალობა და სხვ.

ინფორმაცია პროფესიონალთათვის

აუტიზმის სპექტრის აშლილობების ამოცნობა, დიაგნოზი, მართვა და მკურნალობის პრინციპები, განსხვავება მაღალფუნქციურ აუტიზმსა და ასპერგერის სინდრომს შორის და სხვ.

მთავარი » აუტიზმის შესახებ

რა არის აუტიზმი?

25 კომენტარი

შევეცდებით უკეთ აგიხსნათ რას წარმოადგენს აუტიზმი, რა არის ის სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს აწუხებს, რამდენი ადამიანი იმყოფება ამგვარ მდგომარეობაში და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის.

როგორ აღიქვამენ აუტიზმის მქონე ადამიანები სამყაროს?

აუტიზმის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა, რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან და რამაც შეიძლება დიდად ააღელვოს ისინი.

კერძოდ, ხალხის გაგება და მათთან ურთიერთობა, ასევე ყოველდღიურ ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაც კი შეიძლება გაუჭირდეთ. სხვები თითქოს ინტუიციურად ხვდებიან, როგორ უნდა იურთიერთონ ერთმანეთთან და ზოგიერთ აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რატომ არის თავად “განსხვავებული”.

აუტიზმის შესახებ

აუტიზმი განვითარების შეფერხებაა. ის აუტიზმის სპექტრში შედის და მიიჩნევა აუტისტური სპექტრის დარღვევად. სიტყვა სპექტრი იმიტომაა გამოყენებული, რომ მაშინ, როდესაც აუტიზმით დაავადებულ ყველა ადამიანს ერთი და იგივე სამი პრობლემა აწუხებს, ეს მდგომარეობა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს მათზე. ზოგიერთს შეუძლია შედარებით “ყოველდღიური” ცხოვრებით იცხოვროს მაშინ, როდესაც სხვები მთელი ცხოვრების მანძილზე სპეციალისტის დახმარებას საჭიროებენ.

ის სამი სახის პრობლემა, რომელიც ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს აწუხებს, ზოგჯერ “უარესობათა ტრიადად” მოიხსენიება.  ესენია:

• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა

• საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, ინტეგრაციის პრობლემა

• საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა

ეს ყოველივე დეტალურადაა აღწერილი სხვა გვერდზე.

შესაძლოა, აუტიზმის გამოცნობა გაგიჭირდეთ, რადგან ამ დაავადების მქონე ხალხი “უუნაროდ” სულაც არ გამოიყურება: აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ხშირად ამბობენ, რომ სხვა ადამიანები ჩვეულებრივ ფიქრობენ, რომ მათი შვილი ახირებული ბავშვია, მაშინ, როდესაც მოზარდები აღმოაჩენენ, რომ მათი გაგება უჭირთ.

ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს დროულად უნდა დაესვას დიაგნოზი და ხელი მიუწვდებოდეს შესაფერის მომსახურება-დახმარებაზე.

ასპერგერის სინდრომი

არსებობს აუტიზმის ერთ-ერთი ფორმა, სახელად ასპერგერის სინდრომი. ჩვენს ვებსაიტზე შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ ამ სინდრომის შესახებ.

სამი მთავარი პრობლემა

ყველა ადამიანს აუტიზმის განსხვავებული მახასიათებლები აქვს, თუმცა, ისინი ზოგადად სამ მთავარ ჯგუფად იყოფა:

• საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა

• საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, ინტეგრაციის პრობლემა

• საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა

საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა

ხალხისთვის, რომელსაც აუტიზმის სპექტრის დარღვევა აღენიშნებათ, “სხეულის ენა” ისეთივე გაუგებარია, როგორც ძველი ბერძნული.

აუტიზმის მქონე ხალხს ვერბალურ და არავერბალურ მეტყველებასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. ისინი სიტყვებს პირდაპირ იგებენ და ფიქრობენ, რომ ადამიანები ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ამბობენ. მათ შეიძლება გაუჭირდეთ:

• სახის გამომეტყველების ან ხმის ტონის გაგება

• ხუმრობისა და სარკაზმის გაგება-გამოყენება

• საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზებისა და გამონათქვამების გაგება-გამოყენება: მაგალითად, ფრაზა “რა მაგარია”, რომელსაც ხალხი ხშირად ამბობს, როდესაც რაღაც მოსწონთ, სიტყვა-სიტყვით კი “მყარს და ძნელად დასამტვრევს” ნიშნავს.

აუტიზმით დაავადებულმა ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ ილაპარაკოს, ან ძალიან სიტყვაძუნწი იყოს. ჩვეულებრივ, მათ ესმით, რასაც სხვები ეუბნებიან, მაგრამ თავად სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას, როგორებიცაა ნიშნების ენა და ხილული სიმბოლოები.

ზოგიერთებს მეტყველების კარგი უნარი აქვთ, მაგრამ მაინც უჭირთ სახუმარო საუბრის გაგება, სხვისი ნათქვამის გამეორება (ექოლალია) ან საკუთარ ინტერესებზე ხანგრძლივი საუბარი.

კარგი იქნება, თუ მათთან მოსაუბრე ადამიანი გარკვევით ილაპარაკებს და აუტიზმის მქონე ხალხს ნათქვამის გაანალიზების დროს მისცემს.

საზოგადოებასთან კავშირის დამყარებისინტეგრაციის პრობლემა

საზოგადოებასთან ინტეგრაცია ბუნებრივად არ ხდება – მისი სწავლაა საჭირო.

აუტიზმით დაავადებულებს ხშირად ექმნებათ პრობლემა სხვების ემოციებისა და შეგრძნებების გაგებასა და თავისი ემოციების გამოხატვაში, რის გამოც შეიძლება უფრო გაუძნელდეთ საზოგადოებასთან შეგუება. შესაძლოა, მათ:

• ვერ გააცნობიერონ საზოგადოების დაუწერელი წესები, რომელთაც ჩვენ ფიქრის გარეშე ვაღიარებთ: მაგალითად, შეიძლება ძალიან ახლოს დადგნენ სხვა ადამიანთან ან შეუფერებელ თემაზე წამოიწყონ საუბარი

• ჩანდნენ უგრძნობნი, გულგრილნი, რადგან ისინი ვერ აცნობიერებენ როგორი გრძნობები აქვთ სხვებს

• მარტო ყოფნა ურჩევნიათ

• ვერ იღებენ სიამოვნებას სხვა ადამიანებთან ყოფნით

• მათი საქციელი უცნაური და შეუფერებელია. თითქოს ადვილად გამოხატავენ განცდებს, ემოციებს და საჭიროებებს.

საზოგადოებასთან კავშირის დამყარების პრობლემა ნიშნავს იმას, რომ აუტიზმით დაავადებულებს უჭირთ მეგობრების შეძენა: ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს ამის სურვილი, მაგრამ არ იცოდეს, როგორ მოახერხოს ეს.

საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა

ჩვენ გვიჭირს მივხვდეთ რა იციან სხვებმა. უფრო გვიჭირს მივხვდეთ, რას ფიქრობენ ისინი.

საზოგადოებრივი წარმოსახვის უნარი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და ვიწინასწარმეტყველოთ სხვების საქციელი, ფარული იდეები და წარმოვიდგინოთ ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებული სიტუაციები. ამ საკითხში პრობლემები ნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ხალხს უჭირს:

• სხვების ფიქრების, განცდებისა და საქციელის გაგება

• იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება ან რა შეიძლება მოხდეს შემდეგ

• საფრთხის გაცნობიერება, მაგალითად, ის, რომ გზაზე გადარბენა საფრთხეს უქადის

• დაკავდნენ შემოქმედებითი საქმიანობით: აუტიზმის მქონე ბავშვმა შეიძლება ითამაშოს სპექტაკლში, თუმცა, ერთი და იგივე სცენის თამაში ურჩევნია

• ცვლილებასთან შეგუება და მომავლის დაგეგმვა

• ახალ სიტუაციასთან შეგუება

საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა არ უნდა აგვერიოს ფანტაზიის, შემოქმედებითი უნარის ნაკლებობაში. ბევრი აუტიზმის მქონე ადამიანი ძალიან შემოქმედებითია და შეიძლება სრულყოფილი მსახიობი, მუსიკოსი ან მწერალი გამოვიდეს.

აუტიზმის მახასიათებლები

ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარად ვლინდება ეს დაავდება, მაგრამ როგორც სამი მთავარი პრობლემაა გამოყოფილი, აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს:

• რუტინის სიყვარული

• მომატებული მგრძნობელობა

• განსაკუთრებული ინტერესები

• შემეცნების დაქვეითებული უნარი

რუტინის სიყვარული

ერთი ახალგაზრდა პიროვნება დღის წირვას ესწრებოდა ხოლმე.  ტაქსის აიყვანდა, კართან ფეხით მივიდოდა, აკაკუნებდა და შედიოდა. ერთ დღეს კარი მანამდე გაიღო, სანამ დააკაკუნებდა და ვიღაც გამოვიდა. ღია კარში შესვლის ნაცვლად, ის უკან დაბრუნდა და ჩვეული მოქმედება გაიმეორა.

აუტიზმის მქონე ხალხისთვის ეს სამყარო უფრო დამაბნეველია, ვიდრე ჩვენთვის. უმეტეს შემთხვევაში მათ ურჩევნიათ ყოველდღე ერთი და იგივე აკეთონ რათა იცოდნენ, რა არის მოსალოდნელი მეორე დღეს. ეს რუტინა შეიძლება იყოს სამსახურში ან სკოლაში ყოველდღე ერთი და იმავე გზით სიარული, ან საუზმედ ერთი და იგივე საჭმლის მირთმევა.

წესებიც დიდად მნიშვნელოვანია: აუტიზმით დაავადებულს შეიძლება გაუჭირდეს რაღაცის სხვანაირად მიდგომა, მას შემდეგ, რაც მას სწორად მოქცევა ასწავლეს. აუტიზმით დაავადებულ ხალხს დიდად არ აღაფრთოვანებს ცვლილების იდეა, მაგრამ ეგუებიან მას წინასწარ შემზადების შემთხვევაში.

მომატებული მგრძნობელობა

როუანი ხელოვნების მოყვარულია, მაგრამ სამოსის დამცავი მაისურის ჩაცმა ეჯავრება – ქსოვილის შეხება კანზე სასოწარკვეთილებაში აგდებს. მის სკოლასთან შევთანხმდით, რომ წინსაფარს გაიკეთებს მაისურის სანაცვლოდ.

აუტიზმით დაავადებულებს შეიძლება მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებოდეთ, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ერთი ან რამდენიმე გრძნობის – მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხებისა ან გემოს შეგრძნების მხრივ. პიროვნების შეგრძნებები ან ძალიან მძაფრია, ან არა.

მაგალითად, აუტიზმით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება ზოგიერთი დაფარული ხმა, რომელზეც სხვები ყურადღებას არ ამახვილებენ, აუტანლად ხმამაღალი მოეჩვენოს და თავგზა აუბნიოს, რაც მის შფოთვასა და ფიზიკურ ტკივილსაც კი იწვევს.

ხალხმა, რომელიც არ არის მგრძნობიარე, შეიძლება ვერ იგრძნოს ტკივილი ან ძლიერი სიცხე. შეგრძნებების სტიმულირების მიზნით შესაძლოა ატრიალონ ან მიატყუპონ ხელები, რათა წონასწორობა დაიცვან, შეეგუონ ან გაუმკლავდნენ სტრესს.

მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებს შესაძლოა ასევე გაუჭირდეთ თავიანთი სხეულის შეცნობის სისტემის გამოყენება. ეს სისტემა გვამცნობს სად ვიმყოფებით. ასე რომ დაქვეითებული უნარის მქონეთათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს ოთახების მიგნება, სხვებთან ნორმალური მანძილის მოშორებით დადგომა და “ჩვეულებრივი მოძრაობის” გაკეთება, როგორიც, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმის შეკვრაა. ზოგიერთმა ასეთმა ადამიანმა შეიძლება წონასწორობის ან პოზის შესანარჩუნებლად წაიბარბაცოს.

განსაკუთრებული ინტერესები

ჩემმა შემოქმედებითმა საქმიანობამ საზოგადოებისგან გამრიყა. როდესაც აუტიზმის მქონე ადამიანს რაღაცის ნიჭი აქვს, მას აუცილებლად ხელი უნდა შეეწყოს.

ბევრ აუტიზმით დაავადებულს აქვს განსაკუთრებული ინტერესი რაღაცის მიმართ, ხშირ შემთხვევაში ძალიან ადრეული ასაკიდან. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი შეიძლება შეიცვალოს ან მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს. იგი შეიძლება იყოს ხელოვნების რომელიმე სფერო, კომპიუტერი და ა.შ. ზოგიერთი აუტიზმით დაავადებული სასურველ სფეროშიც მუშაობს ან სწავლობს. სხვებისთვის კი ეს ინტერესი ჰობად რჩება.

ზოგჯერ შეიძლება აუტიზმის მქონე ადამიანი უცნაური რამითაც დაინტერესდეს. ერთ-ერთ მათგანს ნაგვის შეგროვება იტაცებდა, რაც ნაგვის გადამუშავებასა და გარემოს დაცვის საკითხებში შედის.

მე მყავს დამხმარე, რომელიც ჩემთან ერთად ზის და თუკი რომელიმე სიტყვამ “გამჭედა”, მეხმარება.

აუტიზმით დაავადებულებს შეიძლება სწავლა გაუჭირდეთ, რამაც შესაძლოა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში იჩინოს თავი, იქნება ეს სკოლაში სიარული,  რეცხვა თუ საჭმლის მომზადება. როგორც აუტიზმის შემთხვევაში, აუტიზმის არმქონე ხალხსაც შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის პრობლემა ჰქონდეთ სწავლის მხრივ. ასე რომ, ზოგიერთ მათგანს დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლია – თუმცა, ამის მისაღწევად შეიძლება გარკვეული სახის დახმარება დასჭირდეს – მაშინ, როცა სხვებს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდებათ სპეციალისტის დახმარება. თუმცა. ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს და გაიუმჯობესოს მდგომარეობა სწორი დახმარების საშუალებით.

არსებობს სხვაგვარი მდგომარეობები, რომელიც აუტიზმთან ასოცირდება, მაგალითად ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან სწავლის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა დისლექსია და დისპრაქსია.

ვის ემართება აუტიზმი?

აუტიზმი უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ხალხს ჰგონია. გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანია დაავადებული – რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ ას ადამიანში ერთს აუტიზმი აღენიშნება.

ყველა ეროვნებისა და კულტურის, რელიგიისა და საზოგადოების ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აუტიზმი, თუმცა, ეს დაავადება მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ. ეს მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება: აუტიზმის მქონე ბავშვები აუტიზმის მქონე მოზარდები ხდებიან.

მიზეზები და სამკურნალო საშუალებები

აუტიზმის გამომოწვევი ზუსტი მიზეზის დადგენას ჯერ კიდევ ცდილობენ. თუმცა, კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ გენეტიკურმა და გარემო ფაქტორებმა ერთად შეიძლება ტვინის განვითარების ცვლილება გამოიწვიოს.

აუტიზმი ადამიანის აღზრდიდან, საზოგადოებრივი მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს და თავად პიროვნებაც ვერ იქნება ამის გამომწვევი.

არსებობს თუ არა წამალი?

ამჟამად აუტიზმის “წამალი” არ არსებობს. თუმცა, არსებობს ინტერვენციათა მთელი რიგი და სწავლა-განვითარების ხელშემწყობი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ადამიანის დახმარება შეიძლება.

დიაგნოზი

დიაგნოზი აუტიზმის ოფიციალური დადასტურებაა, რასაც, ჩვეულებრივ, პროფესიონალი ექიმი, პედიატრი, ნევროლოგი ან ფსიქიატრი აკეთებს. დიაგნოზი აუცილებელია ორი რამის გამო:

• ის ეხმარება აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს გააცნობიერონ, რომ შეიძლება პრობლემები შეექმნათ და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ.

• საშუალებას აძლევს ხალხს, ხელი მიუწვდებოდეთ მომსახურებასა და დახმარებაზე.

აუტიზმის სხვადასხვა სახელწოდებები

ბევრმა პროფესიონალმა შეიძლება აუტიზმი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიოს, როგორიცაა აუტიზმი, აუტისტური დარღვევა, კლასიკური აუტიზმი ან კანერისეული აუტიზმის, განვითარების პერვაზიული დარღვევა ან მაღალფუნქციური აუტიზმი.

25 კომენტარი »

  • გივი says:

    მართლაც ძალიან საინტერესო დაავადებაა და მე ვთვლი რომ ეს სიმართლეა უეჭველობიდან ჭეშმარიტებამდე. მე ამ სიტყვებში ჩემი თავი დავინახე ასე თუ ისე.

  • qristine says:

    მოგესალმებით,ჩემი ბიჭი 2 წლის ხდება ოქტომბერში,ყოველმხრივ ჯანმრთელი ბავშვია,თუმცა ამ ბოლო თვეებში საგრძნობლად შეიცვალა,აბსოლუტურად ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ისწავლა ჯდომა,სიარული,თუმცა კბილები ცოტა გვიან ამოუვიდა 10 თვეზე,პირველი დედა თქვა 8 თვისამ.ნელნელა სწავლობდა სიტყვებს მამა ბებო ბაბუ და მსგავსი რამდენიმე სიტყვა იცოდა,ბავშვი იყო ძიძასტან რადგან ვმუშაობდი,8 თვის მანძილზე ზრდიდა იგი,მოკლედ მთელი 8 თვე ბავშვი იდგა ტელევიზორტან და რარაც მუსიკის არხს უყურებდა მთელი დღეები,არარაფერი არ აინტერესებდა მხოლოდ იმ არხის ჩართვას ითხოვდა,ერთხხელაც რომ შევხედე აღარაფერს ამბობდა და ბავშვი აშკარად ჩამორჩა განვიტარებაში,დავანებე სამსახურს თავი და მაქსიმალურად ვცდილობ გავახსენო და ახალი სიტყვბეიც ვასწავლო,ზალისხმევას არ ვიშურებ,სულ ვესაუბრები,ვუმღერი,ეზოსი ხშირად ჩამყავს,ბავშვებთან თამაშობს,ძალიან თბილი ოჯახის წევრებტანაც,ცნობს აბსოლუტურად ყველას დაყველაფერს რასაც მისცემ,ტელეფონი როგორ გამოიყენება,ჭიქა რომ წყალი დალიოს,პამპერს როგორ ვააცმევ,იხდის ფეხზე,არავიტარი ამოკვიატებული ქცევები არ ახასიათებს მაგრამ სანამ რამეს არ შეპორდები არაფრით გამოგხედავ,ყურში ესმის,რადგან რეკლამის ხმაზე მეორე ოტახიდან გამორბის,კარის მიხურვა დაცემინება ტაში ეს ყველაფერი ესმის და გამოგხედავს მაგრამ სახელის დაძახებისასა საერთოდ არ მიყურებს,დედი კაკას მოგცემ მოდი მე რა მაქვს ესე ვეტყვი თუ არა მაშინვე მოირბენ,ან წავედით ეზოსი და ხელს ჩაგკიდებს და კარისკენ მიყავხარ,ვერ გავიგე როგორ მოვიქცე და რას დავაბრალო გადავიწყება რაც იცოდა ის,და ამასტან ის რომ ვერაფრით ვასწავლე ყური და ცხვირი სად აქვს,ან რომ ორი წლის არის,თითის გასვერით არ მაჩვენებს რაც უნდა,წყალზე ნწა ნწა ამბობს,დანარცენზე მომკიდებს ხელს და მივყავარ ,მაგალიტად მაცივრის ტავზე დევს რამე,ამიყვანე ხელსიო მანისნებს და თვითონ ეძებს იქ რამე საინეტერესოს,მყავდა ექიმტან რომელმაც დაუნიშნა პანტოგამი,ლიმფომიოზიტს ვასმევ ჯირკვალი აქვს კისერში,ვერარ გავიგე როგორ მოვიქცე ,ქუტაისში ვცხოვრობ და ხომ არ მირცევთ აუტიზმის ცენტრში მივიყვანო?ძალიან დიდი მადლობა წინასწარ და ბოდიში ვრცელი წერილისთვის

    • maia says:

      თქვენი შეკითხვა გადაეგზავნა სპეციალისტს, რომელიც გპასუხობთ:
      მოგესალმებით,
      დეტალურად გავეცანი თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობის და განვითარების ეტაპების შესახებ. ნამდვილად დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ როგორც თქვენ აღწერთ ბავშვის განვითარება უპრობლემოდ მიმდინარეობდა 2 წლამდე და მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ მიანიშნებთ რეგრესზე: უნარების და მეტყველების თვალსაზრისით.თავისთავად საყურადღებოა არჩევითად რეაგირება რეკლამის ხმაზე და სახელით დაძახებისას რეაქციის არ ქონა, ინსტრუმენტული ჟესტების არ გამოყენება……
      რთულია ბავშვის ქცევაზე დაკვირვების გარეშე დიაგნოსტიკაზე საუბარი, თუმცა ტელევიზორზე მიჯაჭვულობა , რომ არ განაპირობებს ამ სიმპტომებს ეს შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ.პასიურ აქტივობაზე მიჯაჭვულობა ამ შმთხვევაში ვფიქრობ შედეგია და არა ამ ყველაფრის მიზეზი.
      ნამდვილად გირჩევდით მომართოთ ცენტრს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა ნებისმიერი მდგომარეობის გამოსავალს აუმჯობესებს.
      ცენტრში პირველადი მომართვიანობა ფასიანია, თუმცა თუ გადავწყვიტავთ, რომ ვიზიტის შემდეგ აუცილებელია ჩატარდეს დიაგნოსტიკური ტესტები, ცენტრში მუშაობს ერთ კვირიანი, უფასო, სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თქვენს შვილს ჩაუტარდება დეტალური კვლევა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და კვირის ბოლოს ვისაუბრებთ დიაგნოზზე და დავსახავთ პრობლემის გადაჭრის გზებს.
      პატივისცემით:
      მედეა ზირაქაშვილი,
      ნეიროგანვითარების ცენტრის მენტალური დეპარტამენტის ექიმი.

  • ქრისტინე says:

    უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის,ძალიან მიხარია რომ გულთან მიიტანეთ ჩვენი პრობლემა,თუმცა ბოლო ხანებში მდგომარეობა გაუმჯობესდა,სანდრო რეაგირებს დაძახებისას და მაშინვე გამორბის როგორც კი გაიგებს რომ ვეძახით,ისწავლა ცხვირის თვალის და ყურების მდებარეობაც როგორც იქნა,რამდენიმე სიტყვის თქმასაც ახერხებს,მაგრამ მიუხედავად ამისა აუცილებლად მინდა მოვიყვანო თქვენთან,დამყავს ნევროპათოლოგთან რომელიც ყურადღებით ეკიდება სანდროს მდგომარეობას,თუმცა საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ვინაიდან ძალიან ჭკვიანად იქცევა მასტან ვიზიტისას,ესმის რასაც ესაუბრება,მზერაც და კონტაქტიც აბსოლუტრად ნორმალური აქვსო მამშვიდებს,კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ და აუცცილებლად ვისარგებელებ თქვენი რჩევით,რომ დავიზღვიო თავი და დავიმშვიდო და სპეციალისტებს მივანდო ის მაინც არ მოსაწონი ქცეევების ანალიზი,რასაც მაინც ვატყობ ბავშვის ქმედებებში.პატივისცემით ქრისტინე და სანდრო :)

  • კობა says:

    მოგესალმებით, ჩემი ვაჟი არის 11 წლის მეტყველება დაიწყო 3 წლიდან,თუმცა მეტყველებასაც ვერ დავარქმევ, ანუ სიტყვების წარმოთქმა, სამწუხაროდ ამ პერიოდში ვცხოვრობდით საზღვარგარეთ და იქ ყველა ექიმი გვამშვიდებდა მეტყველების გარდა ყველაფერი ნორმალურად მიდისო და ეგეც თვითონ მოგვარდებაო, საქართველოში დაბრუნებისას მაინც გავაგრძელეთ ექიმები… თავის ტვინის კვლევიდან დაწყებული შარდის ანალიზით დამთავრებული ყველაფერი გამოვიკვლიეთ, მე მგონი ფსიქოლოგი არ დარჩენილა და ფსიქიატრი საქართველოში ვისთანაც არ ვიყავით, ეხლა იგი მეტველებს მაგრამ ასაკთან შეუსაბამო ლექსიკური მარაგით, ანუ აკადემიური გავითარება გვაქვს არაშესაბამისი ასაკთან. წელს მეხუთე კლასში გადავედით და ეხლა უკვე კცევაზეც შეგვექმნა პრობლემა.
    ერთადერთი “დიაგნოზი” (სავარაუდო დიაგნოზი) დაგვისვეს ყურადღების დეფიციტი : ანუ უჭირს რუტინა (გაკვეთილი იდეალურია მისთვის ტუ იგი 25 წუთზე მეტი არ გრძელდება, მე რე უკვე შესვენება უნდა) დამახსოვრება იმისა რაც მისთვის რუტიანაა, მაგალითად გრძელი ტექსტის შინაარსი,ზოგჯერ ადამიანების სახელი (მიუხედავად ამისა, რაც მას აინტერესებს ბევრად უკეთესად იმახსოვრებს ვიდრე თუნდაც ჩვენ, მისი მშობლები, მაგ. სად რა ნივთი დადო მან ან მისი ჩართულობისას სხვამ, კომპიუტერი, თუნდაც სტუმრად ყოფნისას მათ ტელევიზორში მერამდენე არხზეა მულტფილმების არხი, კომედი არხი… ორიენტაცია დროში და სივრცეში იდეალურია, მეგობრობს მხოლოდ წყნარ და თბილ ბავშვებთან (ანუ ფიზიკურად ნაკლებად აქტიურებთან) შეყვარებულია მობილურ ტელეფონებზე…
    გთხოვთ მირჩიოთ რა ტიპის სპეციალისტს მივმართო და თუ შეიძლება კონკრეტული ექიმს სახელი და გვარიც რომ მითხრათ თუ შეიძლება.
    გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩვენი მდგომარეობა და შეგვეხმიანოთ წერილზე
    უღრმესი მადლობა წინასწარ, ღმერთს ებარებოდეთ…

    • მედეა ზირაქაშვილი says:

      ბატონო კობა,
      როგორც თქვენი ჩივილებიდან ამოვიკითხე, პრობლემებზე მიანიშნებთ სამი ძირითადი მიმართულებით : მეტყველების, ყურადღების კონცენტრირების და ქცევის სფეროების თვალსაზრისით,აღნიშნული სიმპტომები რამოდენიმე დიაგნოსტიკური კატეგორიის არეალში შეიძლება თავსდებოდეს.დიაგნოზის დიფერენცირების საშუალებას მშობლებისგან შეკრებილი დეტალური ანამნეზი და ბავშვის ქცევაზე დაკვირვება გახდიდა შესაძლებელს. მე შემოგთავაზებდით მოგემართათ ნეიროგანვითარების ცენტრში არსებული მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტისთვის. ექიმთან კონსულტირების საფუძველზე დაიგეგმება დიაგნოსტიკური შეფასების სქემა და მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით შეფასდება ბავშვის მდგომარეობა,მოგეცემათ მიმართულება ბავშვის პრობლემების მართვის თვალსაზრისით.
      ცენტრის კოორდინატორის ნომერია 568013399
      მედეა ზირაქაშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
      მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი
      ნეიროგანვითარების ცენტრი

  • ფოტინე says:

    გამარჯობათ. მე ფოტინე ვარ. 21 წლის. ეს გვერდი შემთხვევით აგმოვაჩინე, ფსიოლოგიას ვსწავლობ ასეთ გარღვევებძე ვცდილობ ბევრი იფორმაცია მოვიპოვო. როცა წავიკითხე, გაკვირვებული და ცოტა შეშინებული დავრჩი, ყველა პრობლემა რაც აქ არის ჩამოთვლილი თითქმის იდენტურია ჩემს ცხოვრებაში არსებული პრობლემებისა, რომლებიც ძალიან ხშირად მაწუხებს.სტუდენტი ვარ და ათვისების უნარი ძალიან კარგი მაქვს,ეს მხოლოდ ეს შეიძლება გამონაკლისად ჩავთვალოს.. კომუნიკაბელურიც ვარ, ადვილად შევდივარ ურთიერთობაში ადამიანებთან,თუმცა ჩემი გაგება ძალიან უჭირთ.სამი მთავარი პრობლემა რაც ჩამოთვლილია ამ გამონაკლისის გარდა ყოველთვის მაწუხებს და აუტიზმის ოთხივე მახასიათებელი თვისება მაქვს. მიჯირს ბედნიერების შეგრძნება. არის თუ არა ეს საკმარისი მიზეზი, რომ ექიმს მივმართო და რა სეიძლება გავაკეთო ამის დასაძლევად თუ ეს აუტიზმია? ზალიან მჭირდება თქვენი რჩევა. იქნებ დამეხმაროთ.მადლობასგიხდით წინასწარ.

    • მედეა ზირაქაშვილი says:

      ფოტინე,
      ახალგაზრდებში ხშირია სხვადასხვა სახის პრობლემები: დაწყებული ემოციური ლაბილობიდან- სოციალური ურთიერთობების წარმოების, შფოთვითი აშლილობების, ხასიათობრივი ცვლილებების მხრივ სირთულეებამდე. გამიჭირდება იმის მტკიცება გაქვთ თუ არა პრობლემა იმ ჩამოთვლილი ზოგადი ჩივილებიდან რაც თქვენს კომენტარში ვნახე, თუმცა ამის მოგვარების მარტივი გზა , ერთი რიგითი ვიზიტია ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან. სპეციალისტი მოგცემთ რჩევებს თქვენი პრობლემების სწორად გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
      მედეა ზირაქაშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
      მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი
      ნეიროგანვითარების ცენტრი.

  • თამუნა says:

    მოგესალმებით. ჩემი ბიჭი მალე 3 წლის გახდება და არ ლაპარაკობს.რამდენიმე სიტყვას ხმარობს;დედა,ბაბუ,ბებო,ჩიტი,წყალი,ცხრა,ათი,ჭიქა,აშლი, ჭიტა და, ჩათო ანუ ჩამირთე მულტფილმიო, კაგა, ანუ კარგად.ამ ყველაფერს, ძალიან იშვიათად წარმოთქვამს და ძირითადად შემოიფარგლება “ესა” – თი ეძახის ყველაფერს,უბრალოდ ჩვენ მშობლები გამოცდილებიდან გამომდინარე უკვე ვხვდებით რა უნდა,კიდევ ახმოვანებს ცხოველბს ვირს, ძროხას, ძაღლს კატას,,ძალიან უყვარს ცხოველები და როგორც კი დაინახავს შესაბამისად ახმოვანებს,,იცის სად არის სხეულის გარკვეული ნაწილები და რომ ვეკითხები მაჩვენებს,,ყველაფერი ესმის რასაც ვეუბნებით,, ძალიან მოსიყვარულეა და კონტაქტური,,თუმცა არ აქვს არავის შიში , ანუ შეუძლია ვინმეს სახლში პირდაპირ შევიდეს და რაც მისთვის საინტერესოა იმის ძებნა დაიწყოს, თუმცა როგორც კი დაინახავს რომ დედა მიდის ეგრევე გამორბის,,აქვს ბავშვობიდან ასეთი აკვიატება,,თუმცა თავიდან ჩვენ მივაქცევინეთ ყურადღება,გიჟდება ჯოხებზე და კენჭებზე,,სულ აგროვებს როცა ეზოშია,,თუმცა სასრიალოზეც უყვარს თამაში,,სახლში უყვარს რაიმე ჯოხის მსგავსით თამაში ,მაგალითად კოვზებით ან რაიმე გრძელი ჯოხისმაგვარი საგნით და ყოველთვის დირიჟორივით იქნევს ორივე ხელს და ასე დარბის მთელს სახლში,ძალიან მოსწონს ამ ყველაფრის რაიმე საგნებზე დარტყმა და ხმებს რომ გამოსცემს სხვადასხვანაირს ეს მოსწონს როგორც ჩვენ გვგონია,,უყვარს წყალი და მასში კენჭების ჩაყრა,,სათამაშოები ნაკლებად აინტერესებს,,მოსწონს მათი ყუთიდან ამოყრა და ძირს ხელებით და ფეხებით აქეთ იქით მიმოფანტვა,,ან ახალი თუა სათამაშო იმ შემთხვევაში ცოტათი ინტერესდება,,ძირითადად მაინც ყველაფერს ჯოხივით იქნევს,,სამაგრებს ალაგებს თანმიმდევრულად ფეხზე აყენებს მათ,,ეს აბსოლიტურად დამოუკიდებლად გააკეთა,,კიდევ უყვარს სათამაშოების,,მაგალითად ცხოველების ან მანქანების თანმიმდევრულად დაყენება, თუმცა სიმაღლეზეც აშენებს კუბიკებს,,ამ ზაფხულში პამპერს მინდა გადავაჩვიო და რაღაც შედეგებიც გვაქვს, თუმცა იცის რომ არ უნდა ჩააფსას, მაინც აკეთებს და ძალიან უხარია, როცა ასე ცელქობს,,ძალიან აქტიურია,,ერთ ადგილას არ ჩერდება,,რასაც არ ვაძლევთ, ზოგჯერ საოცრად ჭკვიანად მიჯერებს,,ზოგჯერ კიდევ ყვირის,,ყველაფერზე ყვირის ,,მულთმიმსაც კი განიცდის, თუ რამე არ მოსწონს და სხვათა შორის შესაფერისი რეაქციებიც აქვს, ყვირის,, თუმცა ძალიან შემაწუხებელია ახლობლებისთვის და ბავშვიც ნერვიულობს როცა ყვირის,,შეიძლება ვთქვათ რომ უფრო კივის.თავის სახელზეც ზოგჯერ რეაგირებს და ზოგჯერ არა, მე ვფიქრობ უფრო როცა ხასიათზეა თუ არა რომ გამომხედოს მაშინ მიჯერებს როცა ვეძახი,, ძალიან მოსწონს წიგნების თვალიერება,ტუმცა ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავ და ძალით ვუკითხავ, უფრო თვალიერება მოსწონს,, მოსიყვარულეა როგორც ახლობლების ისე უცხო ადამიანების მიმართ თუმცა ჩვენს მიმართ განსაკუთრებით, მავნე ჩვევა აქვს ძილის დროს განსაკუთრებით საშინლად იპწკინება და როგორც კი ხელს გავაშვებინებ ძალიან ბრაზობს როგორც ჩანს ამიტ მშვიდდება და ასე იძინებს,,ძილით ნორმალურად ძინავს, ჯერ კიდევ იძინებს შუადღეზე,ჭამით დაჭყლეტილს ჭამს სხვანაირად აფურთხებს, 20 კბილი აქვს თუმცა არ უყვარს ღეჩვა ძირითადა იჩერებს პირში და მერე ყლაპავს, თუმცა დამოუკიდებლად ჭამს გარკვეულ რაღაცეებს და ღეჭავს კიდევაც, ჭამისთვის გართობა სჭირდება რომ შეჭამოს ,ძალიან ისვიათად რომ გართობის გარეშე მხოლოდ საჭმელი შეჭამოს,, წყლის გარდა არ სვამს არანაირ სხვა სითხეს როგორც კი დაინახავს რომ წყლის ფერი არ აქვს მაშინვე უარს ამბობს დალევაზეე,, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ,ძალიან ვნერვიულობთ და იქნებ გვირჩიოთ რამეე

  • თამუნა says:

    დამავიწყდა მეთქვა რომ ხშირად ვუმღერით, და ტიკ- ტაკ საათზე სიმღერა ერთ დღეს თვითონ გაიმეორა, ტიკ- ტაკ და თავს აქეთ იქით აქნევდა როგორც მე ვუკეთებდი,, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ

  • მედეა ზირაქაშვილი says:

    მოგესალმებით თამუნა,
    წავიკითხე თქვენი წერილი და მინდა შეგაქოთ ძალიან დეტალურად აღწერილი ინფორმაციისთვის, რომელიც მოგვწერეთ, მასზე დაყრდნობით მინდა გირჩიოთ , რომ აუცილებლად მიაკითხოთ სპეციალისტს, რადგან: 1) ბავშვი 3 წლისაა და აქვს ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხება,ჯერ კიდევ 2 წლისთვის უნდა იცოდეს ბავშვმა 50-მდე სიტყვა და ამბობდეს2-3 2 სიტყვიან ფრაზას, ხოლო 3 წლისთვის საუბრობდეს 2-3 სიტყვიანი ფრაზებით და არტიკულაციურად აბსოლიტურად გასაგები უნდა იყოს გარშემომყოფებისათვის, 2) მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის თამაში იყოს მრავალფეროვანი, საგნებს იყენებდეს ფუნქციურად, არა მხოლოდ ამწკრივებდეს, თუნდაც ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ რიგებად.ინტერესებიც სასურველია,რომ უფრო ფართო იყოს და ნაკლებად შემოიფარგლებოდეს სელექტიურად მოგრძო საგნებით და თან მათი სტერეოტიპულად ერთი მიმართულებით ქნევით- გამოყენებით.3) სახელზე ბავშვი შეიძლება არ რეაგირებდეს, 1-2 მცდელობაზე, მაგრამ ძირითადად დაძახებაზე რეაგირების პრობლემა არ იქნება აღნიშვნის საგანი, თუ უხშირესად რეაგირებს და იგნორი მისი მხრიდან იშვიათია.
    მნიშვნელოვანია,რომ გაიაროთ სპეციალისტის კონსულტაცია, ჩატარდეს სკრინინგული ტესტები ბავშვის განვითარების შესაფასებლად და თუ საჭირო იქნება,მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმოს დიაგნოსტიკური კვლევები.

    მედეა ზირაქაშვილი
    ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
    მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ნეიროგანვითარების ცენტრი.

  • თამუნა says:

    ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მედეა პასუხისათვის, თუ შეგიძლიათ ზუსტად გვითხარით სად უნდა მივიყვანოთ ბავშვი რომ დეტალურად შეფასდეს მისი მდგომარეობა

    • მედეა ზირაქაშვილი says:

      თამუნა,
      შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნეიროგანვითარების ცენტრის კოორდინატორს და მობრძანდეთ კონსულტაციაზე,
      კოორდიანტორის ნომერია: 568013399- გვანცა

      მედეა ზირაქაშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
      მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ნეიროგანვითარების ცენტრი.

  • მანჩო says:

    გამარჯობათ, ჩემი შვილი 2 წლის და 9 თვის არის, არ ლაპარაკობს თითქოს დაიწყო მაგრამ 10 თვის იყო იტალიაში რომ წამოვედით, ტავიდან რაც იცოდა ისიც დაავიწყდა მერე თიტქოს იტალიურს ურევდა, მერე საერთოდ აგარ ლაპარაკოდა, ეხლა თიტქოს დაიწყო ამბობს “წყალი მინდა” უგონც რაგაცნაირად, “შეხედე აი” “დედა” როცა შოკოლადს ვადზლევ ან რამ ტკბილეულს ხსნის და მეუბნება გააგდე თუ ვეტყვი შენ გადააგდე თუ ეზარება არ შვრება თუ არადა ესმის, მულტფილმებს უყურებს გატიშული ყველანაირს ოგონც იყოს, მტავარი პრობლემა ის არის რომ 4 ტვეა ვერ ვასწავლე “ფისი მინდა”ს ტქმა ანუ 4 ტვეა ვაჩვევ პამპერს მაგრამ უშედეგოდ, უ ჩაეფსა ხვდება და იმალება და დამნაშავეს სახეს იღებს, ვერ ვასწავლე რამდენი წლისაა, სად ააქვს ცხვირი, ტვალი და ა შ. არადა პატარა რომ იყო საქართველოში იცოდა, სხვა ბავსჰვებთან თამაშობს მაგრამ სულ ჩხუბობს და კბენს, არის ძალიან მტირალა ზოგჯერ ვერც ვიგებ რაზე ტირის… არვიცი ვის მივმარო ზოგადად რთული ბავშვია, მაგრამ ეს არ ლაპარაკი და ის რომ 4თვეა პამპერსი ვერ გადავაჩვიე ძალიან მაფიქრებს იქნებ რამე მირჩიოთ ძალიან გთხოოვტ, ენაც კარგად არ ვიცი რომ ექიმებში ვატარო და იქნებ მითხრათ ვის მივმართო ფსიქოლოგს ხომ არა? დიდი მადლობა წინასწარ

    • მედეა ზირაქაშვილი says:

      მოგესალმებით მანჩო,
      ახალი გარემო, როგორც წესი ძალიან სტრესულია ყველასთვის და განსაკუთრებით თქვენი შვილის ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა მიკროსოციუმი ძირითადად მშობლებით და ძალიან ახლობელი ადამიანებით შემოიფარგლება ხოლმე, ის კი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლდა ყველასგან მოწყვეტილი, გარშემორტყმული სხვა ენობრივი გარემოთი და ადამინებით, ასე,რომ შესაძლებელია ადაპტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დარღვეული იყოს, მაგრამ 10 თვიდან დღემდე დიდი დრო გავიდა და სავარაუდოდ ახალ გარემოს უკვე უნდა უპრობლემოდ მორგებოდა.
      იტალიაში ძალიან კარგად მართავენ მსგავს პრობლემებს ნეიროფსიქიატრები, დიაგნოსტიკას ისინი ახდენენ და ამისამართებენ, რეაბილიტაციისთვის რაიონულ ცენტრებში საჭიროებების მიხედვით.თუ რომში მიგიწვდბათ ხელი პირდაპირ შემიძლია გირჩიოთ: ჩვილი იესოს სახელობის კლინიკა(კლინიკა დი ბამბინო ჯესუ),სადაც ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში არის ნეიროფსიქიატრიული ერთეული, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ სტეფანო ვიკარი, ინგლისური დიდ ცენტრებსა დაკლინიკებში იციან თუ მას უკეთესად ფლობთ, პატარა ცენტრებში შდარებით ცუდად იციან.

      მედეა ზირაქაშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
      მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ნეიროგანვითარების ცენტრი.

  • მანჩო says:

    გამარჯობათ, ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვს, დიდი ბოდიშიტ მაგრამ მე შემეშალა 1 და 10 თვის იყო როცა საქართველოდან წამოვედით. მინდა ეხლა დეტალებში ავგწერო მისი მდგომარეობა სიმართლე გითხრათ არ მეგონა თუ გამომეხმაურებოდით რადგან ერთერტ საითზე დავწერე კომენტარი თვეების წინ და დღემდე არავინ გამომხმაურებია (მართალია სხვა საკითხზე, მაგრამ მაინც)…. მოკლედ ძალიან რთული ბავშვია, სულ ტირის უფრო ჯიბრიანია რამეს რომ ვეტყვი ზოგჯერ ჯიბრით აკეტებს, როცა რამეს აშავებს და იცის რომ აშავებს ჩუმდება და ცდილობს თვალში არ მომხვდეს, არ ეთამაშება სხვა ბავშვებს როცა სახლში მოდიან ჩემთან ერთად ჩემი ძმიშვილი ცხოვრობს და ხანდახან მას ეთამაშება, ძირითადად არ ართხოვებს თავის ნივტებს არავის და თუ მაინც იღებენ, ურტყავს და კბენს, ამ ბოლო ხანებში გახდა ძალიან ეგოისტი ვერ იტანს როცა სხვა ბავშვს ვეფერები, თვითონ ძალიანთბილია სულ მკოცნის და მეფერება მთელი ღამე ჩემზეა მოკრობილი და ისე სძინავს, ერთი პერიოდი ღამე ხელი ქონდა გადახვეული და ისე ეძინა. ძალიან უყვარს მანქანები მაგრამ ამ ბოლო დროს ერთI მანქანა ამოიჩემა სხვებითაც თამაშობს, მაგრამ ისე არა როგორც იმით, მანქანებით ტამაში ზოგადად ძალიან პატარაობიდან უყვარდა. მტირალასთან ერთად არის ძალიან მხიარული როცა ვინმე უფროსი მოდის სახლში ისე ეკვრება თითქოს მაგის ძაან ახლობელი იყოს, (მაგალითად მამა ან დედა) ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპისთვის არის ის რომ არ ლაპარაკობს თუმცა სულ ლაპარაკობს თავის ენაზე ყველას ელაპარაკება შეუძლია უცხო ადამიანს დაუჯდეს და თავის ენაზე ელაპარაკოს მოუყვეს ყველაფერი, ზოგჯერ მგონია რომ დარწმუნებულია რომ ლაპარაკობს, სიტყვებს ზოგს იმეორებს, ზოგს ვერა, როცა ხასიაძეა ესმის რასაც ვეუნები მაგალითად ” ჩაყარე სატამაშოები” და ყრის როცა უაზროდ ტირის ვეუბნები შედი ოთახში კარი მოხურე და რომ დაწყნარდები მერე გამოდითქო და შვრება ეგრევე გარბის ოთახში, მაგრამ ვერ ვასწავლე რამედნი წლისაა როცა ვცდილობ ვასწავლო სიცილს იწყებს და მეჭიდავება, მეთამაშება ტიტქოს არც აინტერესებს რამის სწავლა გარდა თამაშისა.. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ლაპარაკის გვიან დაწყება იყოს გენეტიკური? და კიდევ ჩემი მეორე და ყველაზე მთავარი პრობლემა ასევე არის ის რომ 4 თვეა პამპერს ვერ გადავაჩვიე როცა ვეკიტხები ” ფისი გინდა” ყვირის NOO როცა ამას არ ყვირის და უბრალოდ ტირილს იწყებს იმიტომ რომ იცის “გარშოკზე” უნდა დავსვა ე.ი უნდა და შვრება, მაგრამ თავისი ინიციატივით არ ამბობს, მარტო ერთელ მანიშნა და რისთვისაც ძალიან შევაქა, მაგრამ უშედეგოთ… ზოგჯერ მგონია რომ “გარშოკზე” ჯდომა არ უყვარს გამომდინარე იქიდან რომ არ მეუბნება ხშირად და დიდხანს ვსვავ ხოლმე, მაგრამ თუ ჩააფსა იტრუნება და იმალება იცის რომ დააშავა… არვიცი რა ვიფიქრო სიმართლე გითხრად ძალიან მეშინია ექიმთან მისვლა, პასუხის მეშინია…. დიდი ბოდიშით მეორედ შეწუხებისტვის და იმედი მაქვს ამაზეც გამცემთ პასუხს, გმადლობთ წინასწარ

    • მედეა ზირაქაშვილი says:

      მანჩო,
      ჩვენი საიტი პრაქტიკულად არასოდეს ტოვებს კითხვას უპასუხოდ, ასე,რომ გქონდეთ ჩვენი იმედი ამ თვალსაზრისით.რაც შეეხება თქვენს შიშებს და შფოთვას, ჩემი მხრიდან ძალიან არაკვალიფიციური და არაპროფესიული იქნება, რამე გირჩიოთ დისტანციურად, ერთია მშობლის ჩივილი და მეორეა უშუალოდ ბავშვის ქცევაზე დაკვირვების პროცესი, თბილისში რომ ბრძანდებოდეთ, აუცილებლად გირჩევდით კონსულტაციაზე მოსვლას, რადგან მანდ ხართ, მანდ უნდა მიაკითხოთ სპეციალისტს.ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე ადექვატური გზა ამ ეტაპზე ექიმთან მისვლაა , რომელიც ან დაგამშვიდებთ, ან თუ საჭიროა დროულად მოგცემთ ჩარევისთვის სწორ მიმართულებას.

      მედეა ზირაქაშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
      მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ნეიროგანვითარების ცენტრი

  • მანჩო says:

    ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მედეა, მყავდა უკვე ჩემი შვილი ექიმთან და ღვთის შეწევნით და მადლობით სრულიად ჯანმრთელია, უბრალოდ აუცილებლად უნდა შევიყვანო ბაღში ასე მირჩია ექიმმა :) გმადლობთ ის დღეები იყო ყველაზე საშინელი ჩემს ცხოვრებაში სანამ ვიყავი გაუგებრომაში,ეხლა ნელნელა მმშვიდდები, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამოვედი სტრესისგან :) გმადლობთ კიდევ ერთხელ და გმერთმა გაგახაროდ და დაგლოცოთ რომ ასე ეხმარებით ყველას და უპასუხოდ არ ტოვებთ განერვიულებულ თავზარდაცემულ მშობლებს

    • მედეა ზირაქაშვილი says:

      მანჩო,
      ძალაინ მიხარია,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ თქვენს პატარას,
      კეთილი სურვილებით:

      მედეა ზირაქაშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
      მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ნეიროგანვითარების ცენტრი

  • თეა says:

    გამარჯობათ. ჩემი გოგონა წლის და 6 თვის გახდება. 1 წლის და 4 თვის ასაკიდან მივაქციე კურადღება მის უჩვეულო ინდიფერენტულობას, ანუ დაზახებაძე ურეაქციობას. ბევრნაირად ვეცადე ხან ჩურჩულით, ხან ხმამაღლა, ხან მღერა-მღერით (უკვარს როცა ვუმღერი და მაშIნვე გაიტრუნება ხოლმე) მივმართავ სახელით არ აქვს რეაქცია, ჰკავს უფროსი და, 5 წლის, უკვარს მასთან ერტად თAმაშI, თუმცა ამ თამაშს მხოლოდ საწოლში კოტრიალი და ყირაზე გადსვლა ჰქვია, ამით ზალიან ხალისობს და კისკისებს, დაიკოს არანაირად არ მიმართავს და ის აქეთ თუ არ გამოეხმაურა, არ რეაგირებს (ზოდჯერ შიზლება მისი სათამაშOთი ან ჭიგნით დაინტერესდეს). ძIლი ნორმალური აქვს, დღისით ერტხელს სრულფასოვნად, 2-3 საათი იზინებს. ღამითაც მშვიდად ძინავს,ორჯერ იღვიძებს (ჩაი+პეჩენია ბოთლში ჩალბობილი უკვარს საწოვარათი). გაიარა წლის და 4 თვის ასაკში, ერთი ჭლიდან ჩოჩვიტ დაიწყო. ერთი წლიდან გადავაჩვიეთ პამპერსს, მხოლოდ დღის და ღამის ძილის დროს უკეთია, მე ძOგჯერ მანიშნებს, ხელს მოკიდებით რომ ფისი უნდა, ან ჭუჭყუნებს და ვხვდები. ჯესტების ენაზეც ბევრს ვერაფერს ვხედავ, თითით ჩვენება არ იცის,წუწუნით ან ტირილით მახვედერბს რომ რამე უნდა, წყალი, სათამაშო. ხელში აკვანა როცა უნდა, მომიახლოვდება, მუხლებში თავს ჩამირგავს და ხელებს იშვერს – ამიკვანეო, მუხლებში თავის ცარგვა ზოგადად მისთვის დედის ალერსია, ასე მეფერება. არც ერთ ბგერას არ ამბობს, ზილის წინ იცის მხოლოდ, და-და, იცა, სსსსსს, და თეა, არ ვიცი ჩემს სახელს ამბობს თუ უბრალოდ დამთხვევაა. უკვარს ტელევიზორის ყურება, მაგრამ ურეაქციოდ არა, ისინის, კისკისებს მუტპილმების პერსონაჯებზე, სიტუაციებზე. მზერა კონტაქტური აქვს, როცა ელაპარაკები გიკურებს თვალებში, თუ უცინი და ეალერსები, გიცინის, უყვარს ჭი-ტას თამაში. მაშფოთებს მისი გატაცება პლასმასის ჯამებით, გამოყრის სამზარეულოს კარადიდან, აიღებს დაამხობს და მოსქონს ეს აღება-დამხობა, ფანტავს კურის ჩხირებს, ასანთს. კუბებით თამაშის დროს ვცდილობ ვაჩვენო როგორ ააწყოს, ერტი-ორი სართულის აშეენების მერე, დაშლის და ყრის, ან კუბების სხვა დეტალებით ინტერესდება, მაგალითად ბორბლები რო მოკვება ზოგიერთს. კიდევ ერთი , უკვარს “სტრაუსის პოზა” თავის ჩარგვა, უფრო კომფორტულად ძIნავს მუცელზე,უკვარს როცა “ნანას” ვუმღერი, ხმას აყოლებს. მოკლედ ბევრი რამ მინდა კიდევ გაგიზიაროთ, მაგრამ მოკლედ რომ ვთვათ ჩვეულებრივი იმ ასაკის ბავშვის ქცევა არ აქვს. ინტერნეტში ასეთ ქცევები წერია რომ ადრეული აუტიზმის დამახასიათებელია. რას მირჩევთ? ნევროპატოლოგთან მკავდა, ადგილობრივთან, ტესტი გამაკეთებინა , ტესტის პასუხი არ ვიცი, თბილისში იგზავნებაო,შეგეხმიანებითო. ალბათ მე შევეხმიანები. თქვენ რას მირჩევთ, ვინ არის ამ დარგის სპეციალისთი, როგორ მოვიქცეთ?

    მადლობთ წინასწარ, იმედი მაქვს გამომეხმაურებით.

    • მედეა ზირაქაშვილი says:

      გამარჯობათ თეა,
      დეტალურად გავეცანი თქვენს წერილში ჩამოთვლილ ჩივილებს,არის რიგი სიმპტომების, რაც ძალიან კარგზე მეტყველებს, თუმცა ზოგიერთი ჩამონათვლიდან უბრალოდ კარგი იქნებოდა სპეციალისტის მიერ შეფასებულიყო.რადგან წერილში ახსენებთ რაღაც ტესტს, რომელიც თბილისში უნდა გამოეგზავნათ, სავარაუდოდ მიანიშნებს რომ რეგიონიდან გვწერთ, ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნებოდა გამოითხოვოთ ტესტი და პასუხები მოგვწეროთ, სავარაუდოდ აუტიზმის სკრინინგული ტესტი უნდა გქონდეთ ჩატარებული.მოგეხმარებოდით გაგვესაზღვრა თქვენი შემდგომი ნაბიჯები.

      მედეა ზირაქაშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
      მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ნეიროგანვითარების ცენტრი

      • თეა says:

        დიდი მადლობა ქალბატონო მედეა, დიახ, გამოვითხოვ და მოგწერთ ამ დღეებში; ისე ფიქრობთ რომ დადებითი სიმპტომები არის? მადლობა დამამშვიდეთ, მაგრამ დედის გული მაინც უარესის მოლოდინშია, რაღაც ვგრძნობ რომ მთლად რიგიანად ვერ გვაქვს საქმე.დიახ, რეგიონიდან გწერთ, და შეგაწუხებთ იმ ტესტის შედეგი რომ მექნება, (ცოტა ზედაპირულად კი შევავსე მგონია,მერე-მერე უფრო დავაკვირდი ბავშვის ქცევებს და აცი აბბატ უფრო უკეთ გავცემდი პასუხებს, მაგამ მაინც გამოვითხოვ პასუხს)
        კიდევ ერთხელ გმადლობთ

  • მარიამი says:

    გამარჯობათ, მე მარიამი ვარ .ჩემი შვილი 2 წლის და 7 თვისაა.სახელზე მეტნაკლებად აქვს რეაქცია. ვერ ვიტყვი რომ გამართულად ლაპარაკობს ბავშვი მაგრამ იძახის სიტვებს , რასაც ვერ მაგებინებს ხელს მკიდებს და მივყავარ ან მივაწოდო რამე ან მისაცემად.. მეფერება მეხუტება მეც და ოჯახის ყველა წევრს ..ძაღლი გვყავს სახლში როგორც იტყვიან სულში უძვრება ისე ეთამაშება და ეფერება.ბავშვებთანაც თამაშობს ეზოშიც და მეორე შვილიც მყავს და იმასთანაც ჩვეულებრივად თამაშობს.. ექიმებმა შეგვაშინეს რომ შეიძლება აუტიზმის დაავადება ქონდესო რომ არ ლაპარაკობსო და ხანდახან მწკრივში აწყობს სათამაშოებს მაგრამ არც ფერების მიხედვით.. მაგრამ შეიძლება გენეტიკურიც იყოს ეს გვიან ლაპარაკის დაწყებაა ჩემი მულის შვილი 4 წლისაა და ეხლა იწყებს ლაპარაკს.. იქნება მირჩიოთ რამე როგორ მოვიქცეე ან ვის მივმართო. მადლობაა

    • მედეა ზირაქაშვილი says:

      მარიამ,
      მე გირჩევდით,რომ მოგეყვანათ ბავშვი ნეიროგანვითარების ცენტრში, რადგან სახელზე არამყარი რეაგირება, სხვისი სხეულის,როგორც საკუთარის გამოყენება,სტერეოტიპული თამაშის სტილი(სათამაშოების ჩამწკრივება) ნამდვილად საყურადღებო სიმპტომებია, თუმცა კარგია,რომ ბევრ რესურსულ უნარზეც მიანიშნებთ.ალბათ ეჭვი პრობლემის არსებობასთან დაკავშირებით თქვენც არ მოგასვენებთ მანამ, სანამ სპეციალისტისგან არ მიიღებთ პასუხს ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით,ასე, რომ მოგვმართეთ მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტში და შევეცდებით თქვენ ყველა კითხვას დეტალურად ვუპასუხოთ.
      პატივისცემით
      მედეა ზირაქაშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი
      მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ნეიროგანვითარების ცენტრი

  • მარიამი says:

    მადლობა რჩევისათვის ქალბატონო მედეა

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი trackback from your own site. You can also subscribe to these comments via RSS.

Be nice. Keep it clean. Stay on topic. No spam.