2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი
2 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, აუტიზმის შესახებ
ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
კონცერტი ორგანიზებული იყო აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების მიერ
დაარსებული საქველმოქმედო ფონდის „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის
ფონდის“ მიერ. ღონისძიების სპონსორები გახლდნენ საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია; კომპანიები – ანაგი, არტანუჯი
Len&Company. საინფორმაციო მხარდაჭერა განახორციელა ტელეკომპანია რუსთავი 2-
მა, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“-მ, ჟურნალმა EGGO-მ.
კონცერტის მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ ქალბატონი მარინა ბერიძე.
რეჟისორი – დავით დოიაშვილი.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ცნობილმა
მუსიკოსებმა და მომღერლებმა: ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნატალია
ქუთათელაძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ, ეროვნულმა სიმფონიურმა
ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, წმ. სამების საპატრიარქო
გუნდმა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის თეატრის გუნდმა,
სოფო ნიჟარაძემ, გიორგი ცაგარელმა; ზვიად ბოლქვაძემ, ოთარ ჯოჯრიკიამ, ნიკოლოზ
ლაგვილავამ, მეგი ჩიხრაძემ. საღამოზე შესრულდა ცნობილი ქართველი
კომპოზიტორების ნაწარმოებები.
კონცერტის პარალელურად, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის საგამოფენო
სივრცეში გამოიფინა აუტიზმის მქონე ბავშვების მხატვრული ნამუშევრები.
ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი, განათდა ლურჯ ფერად, რაც აუტიზმის ფერად
არის მიჩნეული.
კონცერტიდან შემოსული თანხა, აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის
მშენებლობის პროცესზე მიემართა.






