2 აპრილი, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, აუტიზმის
მქონე ბავშვების მშობლებმა საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნეს.
კონცერტის მიზანი აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება და
აუტიზმის ცენტრისთვის თანხის შეგროვება გახლდათ.
საქველმოქმედო საღამო ახალგაზრდა მუსიკოსების, დავით ალადაშვილის და
ნატალია ქუთათელაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის „ახალგაზრდები
ახალგაზრდებისთვის“ ეგიდით წარიმართა. კონცერტის მუსიკალური პროდიუსერი
ქალბატონი მარინა ბერიძე, ხოლო რეჟისორი ზაალ ჩიქობავა გახლდათ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა: დავით ალდაშვილმა,
ნატალია ქუთათელაძემ, მარიამ როინიშვილმა, დავით ხრიკულმა, სიმებიანმა
ორკესტრმა „სიმფონიატა“-მ. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი
ტელეკომპანია რუსთავი 2 გახლდათ.

