ფერადი ქალაქი

პრეზიდენტის კოტეჯი

აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის მეექვსე კოტეჯის მშენებლობა
დაიწყო.

აუტიზმის ეროვნული ცენტრი- ფერადი ქალაქის კომპლექსი სხვადასხვა ფუნქციური
დანიშნულების ნაგებობებს მოიცავს. მათ შორის არის კომპლექსის 6 კოტეჯი,
რომლებიც 24 საათიანი მონიტორინგის ფუნქციას შეასრულებენ.

სწორედ მეექვსე, ბოლო კოტეჯის მშენებლობა, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის,
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პირადი საქველმოქმედო ფონდის და ასევე,
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის შემოწირულობის დახმარებით დაიწყო.
კომპლექსის ცენტრალური სასწავლო კორპუსის მშენებლობამდე, აღნიშნული
კოტეჯები დღის ცენტრის პრინციპით იფუნქციონირებენ და აუტიზმის მქონე
მოზარდებს და ზრდასრულებს, მათთვის უმნიშვნელოვანეს სერვისებს მიაწვდიან.

ფერადი ქალაქის მშენებლობა საქველმოქმედო, სოციალური პროექტია. მთლიანად
დამოკიდებულია შემოწირულობებზე. ამდენად, საზოგადოების ყველა ჯგუფის
მხარდაჭერა ჩვენთვის, აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლებისთვის, ფონდის
დამფუძნებლებისთვის უმნიშვნელოვანესი და იმედის მომცემია – ერთად ყველაფერი
გამოგვივა.

მსგავსი ბლოგები: