ფერადი ქალაქი

პროექტი – ორბელიანი მეტი

აუტიზმის ეროვნული ცენტრის – ფერადი ქალაქის იდეამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერა მოიპოვა. გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში, რის საფუძველზეც ჩაერთო სოციალურ ფანდრაიზინგის კამპანიაში „ორბელიანი მეტი“-ს პლატფორმაზე.

პლატფორმა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით, აუტიზმის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მსურველმა მოქალაქეებმა, ფერადი ქალაქისთვის შემოწირულობები გაიღეს.

შეგროვილმა თანხამ 17 000 ლარი შეადგინა. შეგროვებული თანხით, ფონდმა შეიძინა ფერადი ქალაქის პირველი კოტეჯისთვის საჭირო ინვეტარი, ავეჯი, ტექნიკა.

ასეთი ტიპის სოციალური პროექტები ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის სერვისების შექმნას, მათ ადაპტაციას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. 

მსგავსი ბლოგები: