
2019 წლის 1 ივნისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს , დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. ტელეკომპანიისა და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს თანამშრომლობით, საიუბილეო დღე აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის მშენებლობის მხარდასაჭერი აქციით აღინიშნა.
აქციის ფარგლებში, ტელეკომპანია რუსთავი-2 ის ეთერში ტელემარათონი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარდაჭერის მსურველ პირებს, მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის ქსელებში, სპეციალურ ნომრებზე განხორციელებული ზარით შეეძლოთ თავიანთი წვლილის შეტანა.
შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფერადი ქალაქის მშენებლობის პროცესს. აქცია მნიშვნელოვანი იყო თავისი საინფორმაციო კამპანიის თვალსაზრისითაც, რაც საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდას უწყობს ხელს.