ფერადი ქალაქი

სამშენებლო კომპანია NCC-სთან ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2020წ. 21 ივლისი

„აუტიზმის კვლევისა და ხელშესწყობის ფონდსა“ და სამშენებლო კომპანია NCC-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სამშენებლო კომპანიის მხრიდან, საკუთარი ხარჯებით, აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის კომპლექსის მეორე კოტეჯის მშენებლობას, რომელიც დასრულების შემდგომ, საჩუქრად გადაეცემა მომავალ ეროვნულ ცენტრს.

კომპანია NCC ცნობილია თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აღნიშნული კეთილშობილი აქტი, ფონდთან პირველი თანამშრომლობის მაგალითი არ არის. გასული წლების განმავლობაშიც კომპანია მხარში ედგა ფონდს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციების განხორციელების საკითხში.

კოტეჯები წარმოადგენს აუტიზმის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელშიც აუტიზმის მქონე ადამიანები შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს. ასევე, კრიზისულ პერიოდებში, 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ, კოტეჯი მოემსახურება აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს, რათა დარეგულირდეს კრიზისული მდგომარეობა და ოჯახის წევრებს მიეცეთ შესაბამისი რეკომენდაციები.

აუტიზმის ეროვნული ცენტრი სხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად მოიცავს 6 კოტეჯს.

ქართული კომპანიების მხრიდან გაწეული ქველმოქმედება, ორმაგად მნიშვნელოვანი და სამაგალითოა, სოციალური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. სწორედ მათი საშუალებით ხორციელდება ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ამისი ნათელ მაგალითს ფონდის ეროვნული პროექტი – ფერადი ქალაქი წარმოადგენს.

მსგავსი ბლოგები: