კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, განსაკუთრებით მძიმედ აისახა აუტიზმის მქონე ადამიანებზე. შეწყვეტილმა სერვისებმა, დახურულმა ცენტრებმა, კიდევ უფრო შეზღუდულმა სოციალურმა კომუნიკაციამ, ნათლად აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დროულად აშენდეს აუტიზმის ეროვნული ცენტრი- ფერადი ქალაქი, რომელიც მოზარდ და ზრდასრულ აუტისტებს მიაწვდის მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო სერვისებს.
ფერადი ქალაქის მშენებლობა სოციალური პროექტია. შემოწირულობებით და „აუტიზმის კვლევისა და ხელშელწყობის ფონდი“-ს მიერ განხორციელებული საქველმოქმედო პროექტებიდან შემოსული თანხებით შენდება.
პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ფონდმა ახალი საქველმოქმედო აქცია/კამპანია გამართა, კვლავ #მეაქვარ! #შენსადხარ?! სლოგანით. ამჯერად, აქცია, კომპანია „მერაკი“-ს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფონდის ბრენდირებით, კომპანიის მიერ შეკერილი ჩანთები გაიყიდა.
აქცია ფართოდ გაშუქდა მას-მედიის საშუალებებით და სოციალური ქსელებით. შემოსული თანხები, სრულად მოხმარდება ფერადი ქალაქის მშენებლობას.