ფერადი ქალაქი

წიგნის სანიშნეების აქცია

#მეაქვარ! #შენსადხარ?! სოციალურმა კამპანიამ ახალი,  წიგნის სანიშნეების სახით, დაიწყო, რომელიც კვლავ ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის, „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს ორგანიზებით განხორციელდა. კამპანიისთვის, ფონდის ბრენდირებით, შეიქმნა 4 სახის წიგნის სანიშნე, რომლებზეც დატანილია მცირე რჩევები, როგორ უნდა ამოიცნო აუტიზმის მქონე ადამიანი და დაამყარო მასთან ურთიერთობა.

სანიშნები, გუდვილის, კარფურის და ბიბლუსის სავაჭრო ქსელში გაიყიდა. სოციალური კამპანიის მიზანი, ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის თანხების შეგროვება და ასევე, საზოგადოების ინფორმირება გახლდათ. ის მცირე ინფორმაცია, რომელიც სანიშნეებზე არის დატანილი, საზოგადოების წევრებს გაუადვილებს აუტიზმის მქონე ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებას, რაც თავის მხრივ აუტისტ ადამიანს დაეხმარება სოციალურ ინტეგრაციაში.

აქციამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა მას-მედიაში და სოციალურ ქსელებში.

მსგავსი ბლოგები: