ფერადი ქალაქი

ჰაიდელბერგის კოტეჯი

კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“ -მ და ლისი „დეველოპმენტ“-მა ფერად ქალაქს საჩუქრად კოტეჯი აუშენა

კომპანიები „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“ და ლისი „დეველოპმენტი“თავითანთი
უშუალო საქმიანობის მიღმა, ზრუნავენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი
სოციალური თემების გადაჭრის საკითხებზეც, იქნება ეს: ეკოლოგიური გარემოს
გაუმჯობესება, ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა, თუ სხვადასხვა მოწყვლადი
სოციალური ჯგუფების დახმარება.სისტემატიურად ახორციელებენ სოციალური
პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტებს.

სწორედ, ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდის ფარგლებში, კომპანია „ჰაიდელბერ
ცემენტ ჯორჯია“-ს ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სპორტული
მარათონის ფარგლებში, დაიგეგემა აუტიზმის ეროვნული ცენტრის კომპლექსისთვის
ერთი კოტეჯის მშენებლობა, რომელშიც თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა
კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“.

კომპანია „ჰაიედლბერგ ცემენტ ჯორჯია“ და „ლისი დეველოპმენტი“-ს ერთობლივი
თანამშრომლობით აშენდა ფერადი ქალაქსი მეოთხე კოტეჯი, და საჩუქრად გადაეცა
აუტიზმის ეროვნულ ცენტრს.

კერძო კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა,
იმედს გვაძლევს, რომ აუტიზმის ეროვნული ცენტრი – ფერადი ქალაქი ერთობლივი
ძალისხმევით მოკლე ხანში შესძლებს მიაწოდოს სასიცოცხლოდ აუცილებელი
სერვისები აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს.

მსგავსი ბლოგები: