ფერადი ქალაქი

„ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“ და „ლისი დეველოპმენტი“ ფერადი ქალაქის მშენებლობაში ერთვება

2023 წ. 12 აპრილი

კომპანიები „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“ და „ლისი დეველოპმენტი“ აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის კოტეჯის მშნებელობას იწყებენ.  „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“  და „ლისი დეველოპმენტი“ სისტემატიურად ახორციელებენ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტებს. თავითანთი უშუალო საქმიანობის მიღმა, ზრუნავენ საზოგადოებისთვის მშნივნელოვანი სოციალური თემების გადაჭრის საკითხებშიც, იქნება ეს: ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა, თუ სხვადასხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარება.

სწორედ, ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდის ფარგლებში, კომპანია „ჰაიდელბერ ცემენტ ჯორჯია“-ს ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სპორტული მარათონის ფარგლებში, დაიგეგემა აუტიზმის ეროვნული ცენტრის კომპლექსისთვის ერთი კოტეჯის მშენებლობა, რომელშიც თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“. ფონდსა და კომპანიებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აუტიზმის ეროვნული ცენტრი, აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლების მიერ შენდება, შემოწირულობების და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების დახმარებით. აღნიშუნლი ცენტრი რეგიონული მასშტაბისაა და ანალოგი არ აქვს. ის მოემსახურება 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე მოზარდებს და ზრდასრულებს, რათა შეისწავლონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები. ამჟამად, ქვეყანაში არ არსებობს სერვისის მიმწოდებელი არცერთი ცენტრი ამ ასაკის აუტისტი ადამიანებისთვის.

კომპანია „ჰაიედლბერგ ცემენტ ჯორჯია“ და „ლისი დეველოპმენტი“-ს ერთობლივი თანამშრომლობით აშენებული კოტეჯი, უკვე მეოთხე კოტეჯი იქნება ამ დიდი კომპლექსის და კომპანიები მომავალშიც გააგრძელებენ  აუტიზმის მქონე ადამიანების მხარდაჭერას.

„ფერადი ქალაქის“ მშენებლობა გრძელდება – აუტიზმის ეროვნული ცენტრის მეოთხე კოტეჯს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ და „ლისი დეველოპმენტი“ ააშენებენ | საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი”

მსგავსი ბლოგები: