ეკა ჭუმბურიძე

ისტორიკოსი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. ამ მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება. აუტიზმის ეროვნულ ცენტრის -ფერად ქალაქის პროექტში საქმიანობის სფერო: ცენტრის კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა; ფანდრაიზინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა; საქველმოქმედო აქციების დაგეგმვა და მართვა; პიარ სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და მართვა; ლოჯისტიკური საკითხების დაგეგმვა/განხორციელება; სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია. ელ-ფოსტა: echumburidze74@gmail.com
ანკა ივანიშვილი

იურისტი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. საჯარო სამსახურში მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე საქმიანობის 16 წლიანი გამოცდილება. აუტიზმის ეროვნულ ცენტრის -ფერად ქალაქის პროექტში საქმიანობის სფერო: ცენტრის კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა; ფანდრაიზინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა. საქველმოქმედო აქციების დაგეგმვა და მართვა. დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; პიარ სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა, დაგეგმვა/განხორციელება; ლოჯისტიკური საკითხების დაგეგმვა/განხორციელება. ელ-ფოსტა: ankaivanishvili85@gmail.com
აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის ნაკვეთი გამოიყო

2017 წლის სექტემბერში თბილისის მერიამ აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდს პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა სამგოს რაიონში მდებარე 2 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 01.19.33.019.184) აუტიზმის ეროვნული ცენტრის ასაშენებლად. ეს იქნება რეგიონში პირველი სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდი და ზრდასრული ასაკის პირებისთვის, სადაც უნდა განთავსდეს 24-საათიანი მონიტორინგის ცენტრი, სვადასხვა ტიპის „სოციალური საწარმო“, „დღის ცენტრი“ ტრეინინგებისთვის, სპორტული […]
საერთაშორისო კონფერენცია – „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“

2015 წლის 11 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“, რომელიც პროექტ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების ჩამოყალიბება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობის მიმოხილვას საქართველოში, დიაგნოსტირების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის, სოციალური ხელშეწყობისა და ინტეგრაციის შესახებ ჩეხური გამოცდილების […]
“ეგო” – 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღე

უკვე მეორე წელია, საქართველო აუტიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2 აპრილს არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი მუსიკოსები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ. აუტიზმის საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება ქვეყნის სიმბოლოების ღია ლურჯ ფერად განათებით, აქციას ჰქვია „გაანათე ლურჯად“. ამ დღეს ეგვიპტეში პირამიდები, საფრანგეთში ეიფელის […]