ფერადი ქალაქი

ეკა ჭუმბურიძე

ისტორიკოსი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. ამ მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება. აუტიზმის ეროვნულ ცენტრის -ფერად ქალაქის პროექტში საქმიანობის სფერო: ცენტრის კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა; ფანდრაიზინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა; საქველმოქმედო აქციების დაგეგმვა და მართვა; პიარ სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და მართვა; ლოჯისტიკური საკითხების დაგეგმვა/განხორციელება; სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია. ელ-ფოსტა: echumburidze74@gmail.com

ანკა ივანიშვილი

იურისტი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. საჯარო სამსახურში მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე საქმიანობის 16 წლიანი გამოცდილება. აუტიზმის ეროვნულ ცენტრის -ფერად ქალაქის პროექტში საქმიანობის სფერო: ცენტრის კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა; ფანდრაიზინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა. საქველმოქმედო აქციების დაგეგმვა და მართვა. დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; პიარ სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა, დაგეგმვა/განხორციელება; ლოჯისტიკური საკითხების დაგეგმვა/განხორციელება. ელ-ფოსტა: ankaivanishvili85@gmail.com

თამარ მელაშვილი – ფონდის თანადამფუძნებელი, მშობელი

ბიოლოგი; საჯარო ადმინისტრირების სპეციალისტი. საჯარო სამსახურში ადმინისტრირების მიმართლებით 26 წლიანი გამოცდილება, მათ შორის  19 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე. აუტიზმის ეროვნულ ცენტრის -ფერად ქალაქის პროექტში საქმიანობის სფერო: ცენტრის კონცეფციაზე მუშაობა; ინფრასტუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა; ლოჯისტიკური უზრუნველყოფა; ფანდრაიზინიგის პროცესისთვის დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა. სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა; წარმომადგენლობითი ფუნქცია. ელ-ფოსტა: tatiamelashvili@yahoo.com

მერაბ გოგბერაშვილი – ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მშობელი

ფიზიკოსი; თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილების უფროსი მკვლევარი. აუტიზმის ეროვნულ ცენტრის -ფერად ქალაქის პროექტში საქმიანობის სფერო: ცენტრის კონცეფციაზე მუშაობა; სახელმწიფო სტრუქტურებთან ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელება; ლოჯისტიკურ საკითხებში მონაწილეობა; დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ელ-ფოსტა: merab.gogberashvili@tsu.ge

სოფო კერესელიძე – ფონდის დამფუძნებელი, მშობელი

ექიმი. „საქართველოს აუტიზმის ასოციაციის“ პრეზიდენტი; „აუტისტური სპექტრის აშლილობის“ სახელმწიფო პროგრამის ავტორი; „აუტიზმის სპექტრის აშლილობის გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა“  სახელმწიფო პროტოკოლის თანაავტორი; „აუტიზმის შეფასების და მართვის თანამედროვე პრინციპები“ სახელმძღვანელოს თანაავტორი. აუტიზმის ეროვნულ ცენტრის -ფერად ქალაქის პროექტში საქმიანობის სფერო: ცენტრის კონცეფციაზე მუშაობა; 18+ აუტიზმის მქონე ინდივიდებისთვის აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამის შექმნა და დახვეწა. სპეციალისტების კადრების გადამზადება; დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; […]

მე აქ ვარ!

მეაქვარ

აუტიზმის ცნობადობის დღესთან (2 აპრილი, 2019) დაკავშირებით აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა განაახლა კამპანია #მეაქვარ #შენსადხარ. მიზანია სახსრების მოზიდვა მშენებარე აუტიზმის ეროვნული ცენტრისათვის, რომელიც უნდა მოემსახუროს 15 წელზე უფროსი ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს. ცენტრის იდეის მხარდასაჭერად, ქართულმა ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ ბარამბო დაამზადა შოკოლადები, რომელიც ფონდის ლოგოთი 1 ლარად იყიდება სპარის და კარფურის სუპერმარკეტების […]

სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი

სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი

5 ივლისს, სასტუმრო „სტამბა“-ს ამფითეატრში გაიმართა სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი (მაესტრო ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად), რომელიც ეძღვნებოდა აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის მხარდაჭერას. კონცერტში განსაკუთრებული მონაწილის სტატუსით მოწვეული იყო ცნობილი ქართველი მომღერალი ნუკრი კაპანაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა. საღამოზე გაჟღერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი პოპულარული ქართული სიმღერები. კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს ცქრიალა ღვინით გაუმასპინძლდა […]