ფერადი ქალაქი

აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე კიდევ ერთი კოტეჯის მშენებლობა დასრულდა

2023 წლის პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, აუტიზმის ეროვნულ ცენტრს, კომპანია „რეფორმა“-მ (NCC) სრულიად უსასყიდლოდ გადასცა კიდევ ერთი კოტეჯი, რომელიც 16 წლის ზემოთ, აუტიზმის მქონე მოზარდებს მოემსახურება.

კომპანიისა და აუტიზმის ფონდის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. დიდია მათი წვლილი აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლების მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტების, გამოფენების და სხვა და სხვა ღონისძიებების განხორციელების დროს. ამ ეტაპზე კი მათი დახმარებით მოზარდებს ექნებათ კიდევ ერთი სივრცე სადაც შეძლებენ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და უნარები და მიიღონ მათი ასაკისთვის საჭირო სერვისები.

აუტიზმის ეროვნული ცენტრის – ფერადი ქალაქის მშენებლობა 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლებმა დაიწყეს. ცენტრი წარმოადგენს დიდ კომპლექსს, რომელშიც გათვალისწინებულია აუტიზმის მქონე ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად ყველა კომპონენტი.

პროექტის მშენებლობა, მისი მასშტაბების გათვალისწინებით, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ფონდი მშობლების მიერ არის შექმნილი და  მთლიანად დამოკიდებულია შემოწირულობებზე და კერძო სექტორის მხრიდან გაწეულ დახმარებებზე. არაერთი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა ფონდის მიერ, თანხების მობილიზაციისთვის, სწორედ კერძო და სახელმწიფო სექტორის, რიგითი მოქალაქეების ჩართულობით. ამჟამად ცენტრის ტერიტორიაზე კერძო სექტორის მხარდაჭერით აშენებულია სამი კოტეჯი.  მიმდინარეობს მეოთხე კოტეჯის მშენებლობა.

მსგავსი ბლოგები: