ფერადი ქალაქი

საერთაშორისო კონფერენცია – „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“

2015 წლის 11 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“, რომელიც პროექტ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების ჩამოყალიბება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობის მიმოხილვას საქართველოში, დიაგნოსტირების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის, სოციალური ხელშეწყობისა და ინტეგრაციის შესახებ ჩეხური გამოცდილების […]

“ეგო” – 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღე

უკვე მეორე წელია, საქართველო აუტიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2 აპრილს არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი მუსიკოსები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ. აუტიზმის საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება ქვეყნის სიმბოლოების ღია ლურჯ ფერად განათებით, აქციას ჰქვია „გაანათე ლურჯად“. ამ დღეს ეგვიპტეში პირამიდები, საფრანგეთში ეიფელის […]

2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი

2015 წ. 2 აპრილი. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი. 2 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტი ორგანიზებული იყო აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის“ მიერ. ღონისძიების სპონსორები გახლდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია; კომპანიები – ანაგი, არტანუჯი […]