„აუტიზმის ეროვნული ცენტრის -ფერადი ქალაქი“-ს კომპლექსის პირველი კოტეჯი დასრულდა.

2020წ. 15 ოქტომბერი. ფერადი ქალაქის კომპლექსის პირველი კოტეჯი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა, კერძო კომპანიებთან (ბრიკორამა, ფორტექსი, ლისი-დეველოპმენტი, ტოიოტა ჯორჯია, კნაუფი) ერთად ააშენა, დასრულდა და საჩუქრად გადაეცა მომავალ „აუტიზმის ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნულ ცენტრს მშობლების მიერ დაარსებული საქველმოქმედო „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“ აშენებს. კოტეჯი წარმოადგენს აუტიზმის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელშიც აუტიზმის მქონე ადამიანები შეისწავლიან დამოუკიდებლად […]
სამშენებლო კომპანია NCC-სთან ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2020წ. 21 ივლისი „აუტიზმის კვლევისა და ხელშესწყობის ფონდსა“ და სამშენებლო კომპანია NCC-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სამშენებლო კომპანიის მხრიდან, საკუთარი ხარჯებით, აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის კომპლექსის მეორე კოტეჯის მშენებლობას, რომელიც დასრულების შემდგომ, საჩუქრად გადაეცემა მომავალ ეროვნულ ცენტრს. კომპანია NCC ცნობილია თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აღნიშნული კეთილშობილი აქტი, ფონდთან პირველი თანამშრომლობის […]