სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი

5 ივლისს, სასტუმრო „სტამბა“-ს ამფითეატრში გაიმართა სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი (მაესტრო ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად), რომელიც ეძღვნებოდა აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის მხარდაჭერას. კონცერტში განსაკუთრებული მონაწილის სტატუსით მოწვეული იყო ცნობილი ქართველი მომღერალი ნუკრი კაპანაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა. საღამოზე გაჟღერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი პოპულარული ქართული სიმღერები. კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს ცქრიალა ღვინით გაუმასპინძლდა […]
აქციის “მე აქ ვარ” ლოგო სასაქონლო ნიშნად დარეგისტრირდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი), სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ივლისის დადგენილებით აქციის #მეაქვარ დევიზი და ლოგო დარეგისტრირდა როგორც სასაქონლო ნიშანი და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდ“-ს უფლება ეძლევა დაიტანოს „აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ ეგიდით გამოშვებულ სოციალურ პროდუქციაზე.
აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის ნაკვეთი გამოიყო

2017 წლის სექტემბერში თბილისის მერიამ აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდს პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა სამგოს რაიონში მდებარე 2 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 01.19.33.019.184) აუტიზმის ეროვნული ცენტრის ასაშენებლად. ეს იქნება რეგიონში პირველი სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდი და ზრდასრული ასაკის პირებისთვის, სადაც უნდა განთავსდეს 24-საათიანი მონიტორინგის ცენტრი, სვადასხვა ტიპის „სოციალური საწარმო“, „დღის ცენტრი“ ტრეინინგებისთვის, სპორტული […]
საერთაშორისო კონფერენცია – „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“

2015 წლის 11 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“, რომელიც პროექტ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების ჩამოყალიბება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობის მიმოხილვას საქართველოში, დიაგნოსტირების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის, სოციალური ხელშეწყობისა და ინტეგრაციის შესახებ ჩეხური გამოცდილების […]
“ეგო” – 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღე

უკვე მეორე წელია, საქართველო აუტიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2 აპრილს არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი მუსიკოსები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ. აუტიზმის საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება ქვეყნის სიმბოლოების ღია ლურჯ ფერად განათებით, აქციას ჰქვია „გაანათე ლურჯად“. ამ დღეს ეგვიპტეში პირამიდები, საფრანგეთში ეიფელის […]