2020წ. 15 ოქტომბერი.
ფერადი ქალაქის კომპლექსის პირველი კოტეჯი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა, კერძო კომპანიებთან (ბრიკორამა, ფორტექსი, ლისი-დეველოპმენტი, ტოიოტა ჯორჯია, კნაუფი) ერთად ააშენა, დასრულდა და საჩუქრად გადაეცა მომავალ „აუტიზმის ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნულ ცენტრს მშობლების მიერ დაარსებული საქველმოქმედო „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“ აშენებს.
კოტეჯი წარმოადგენს აუტიზმის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელშიც აუტიზმის მქონე ადამიანები შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს. ასევე, კრიზისულ პერიოდებში, 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ, კოტეჯი მოემსახურება აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს, რათა დარეგულირდეს კრიზისული მდგომარეობა და ოჯახის წევრებს მიეცეთ შესაბამისი რეკომენდაციები.
აუტიზმის ეროვნული ცენტრი სხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად მოიცავს 6 კოტეჯს.
პირველი კოტეჯის მშენებლობას უაღრესად დიდი და სიმბოლური მნიშვნეობა აქვს ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროცესში. ეს გახლავთ დიდი მხარდაჭერის გამოხატვა და ასევე სტიმული სხვა ორგანიზაციებისთვის და კერძო სექტორისთვის, რათა ისინიც ჩაერთონ ამ უმნიშვნელოვანესი ეროვნული პროექტის განხორციელების საქმეში.
იხილეთ პირველი კოტეჯის გადაცემის ფოტოები.





