კოოპერაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან
2014 წელს „წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი“- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ შემადგენელი ნაწილი გახდა. კოლაბორაციის შედეგად, უნივერისტეტის სივრცეში, აუტიზმის ცენტრს მიეცა შესაძლებლობა, განევითარებინა და განეხორციელებონა საჭირო სერვისები.
თავის მხრივ უნივერიტეტს, გაუჩნდა სასწავლო-პრაქტიკული ბაზა, საჭირო კადრების მოსამზადებლად, რის შედეგადაც საქართველოს უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტის 700-მდე სპეციალისტმა გაიარა პრაქტიკული გადამზადება და ამჟამად წარმატებით განაგრძობენ საქმიანობას ქვეყნის სხვადასხვა აუტიზმის ცენტრებში.