ფერადი ქალაქის პროექტი ითვალისწინებს სივრცეს, სადაც აუტიზმის მქონე მოზარდი და ზრდასრული ადამიანები შესძლებენ შეიძინონ თვითმოვლის უნარებიდან დაწყებული – აკადემიური თუ შრომითი უნარების ჩათვლით, ყველა ის საჭირო თვისება, ცოდნა, რომელიც მათ გამოადგებათ მომავალში, ცხოვრების დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად. მშობლების მთავარი კითხვაც ხომ ეს არის – რა იქნება ჩემს შემდეგ, როგორ იცხოვრებს ის მომავალში ჩემს გარეშე? სწორედ ამ კითხვაზე პასუხია „ფერადი ქალაქი- აუტიზმის ეროვნული ცენტრი“.
პირველი – ეს გახლავთ სწავლის კომპონენტი, მთავარი სასწავლო ცენტრი, რომელშიც დიდი არჩევანია იმ სასწავლო მიმართულებებისა, რითაც შეიძლება დაინტერესდნენ და მოსინჯონ თავისი შესაძლებლობები ცენტრის ბენეფიციარებმა. ამასთან, მათი უნარების და ინტერესების შესაბამისად, (ადაპტირებულად) წარიმართება აკადემიური უნარების, ხელოვნების, სპორტის სახეობები, კულინარიის, IT თუ სხვა მიმართულებების სასწავლო პროცესი. აქ მათ ექნებათ შესაძლებლობა იპოვნონ ინტერესების სფერო და გამოავლინონ საკუთარი საუკეთესო თუ უნიკალურ უნარები.
მეორე მიმართულება – გახლავთ 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯები, რომელიც სხვადასხვა საჭიროებით შეიძლება იქნას გამოყენებული. ასეთებია, მაგალითად: ა)კრიზისული პერიოდის მართვა, ბ) თვითმოვლის ისეთი უნარების სწავლება, რომელთა დასწავლა დღის პროგრამაში არ არის შესაძლებელი, გ) მედიკამენტური მკურნალობის შერჩევა, მედიკამენტის დოზის სწორად განსაზღვრა, დ) საყოფაცხოვრებო-სამეურნეო უნარების დასწავლა, ე) ოჯახის ხანმოკლე ჩანაცვლებითი სერვისისათვის (respite care),
აღნიშნული კოტეჯების გამოყენება, ასევე დაგეგმილია სასწავლო პროგრამის ფარგლებში, თვითმოვლის უნარების შესაძენად. იქნება ეს – პირადი ჰიგიენის დაცვა, თუ სახლის პირობებში საკვების მომზადება, სახლის დასუფთავენა, საოჯახო ტექნიკის გამოყენება და ასე შემდეგ.
მესამე მიმართულებას წარმოადგენს პროფესიული რეაბილიტაცია – სოციალური საწარმოები, სათბურები, რომლებიც ცენტრის ბენეფიციარებს შესაძლებლობას მისცემს აითვისონ კონკრეტული პროფესია. ცენტრი იზრუნებს ბენეფიციარების შრომით ბაზარზე დასაქმებაზე. მათთვის თვითრეალიზაციის საშუალებების შექმნასა და დახმარებაზე.
შექმნას ინკლუზიური გარემო, სადაც აუტიზმის მქონე პირები განავითარებენ უნარებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
გახდეს ინოვაციური ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს აუტიზმის მქონე პირების სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.
გაიზარდოს აუტიზმის მქონე პირების დამოუკიდებლობა და ცხოვრების ხარისხი საჭირო ცოდნისა და უნარების გაძლიერებით.
ხედვა & მიზანი
„ფერადი ქალაქი“ ინკლუზიური სივრცეა, რომელიც აუტიზმის მქონე პირებს უნარებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ცოდნის განვითარებაში ეხმარება, ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
მოხალისეების პროგრამა
ჩვენს გვერდით იყავი! გვადევნე თვალი და გააზიარე ჩვენი მიზნები.