2024წ. ივნისი
კომპანიები „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“ და ლისი „დეველოპმენტი“თავითანთი უშუალო საქმიანობის მიღმა, ზრუნავენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური თემების გადაჭრის საკითხებზეც, იქნება ეს: ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა, თუ სხვადასხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარება.სისტემატიურად ახორციელებენ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტებს.
სწორედ, ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდის ფარგლებში, კომპანია „ჰაიდელბერ ცემენტ ჯორჯია“-ს ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სპორტული მარათონის ფარგლებში, დაიგეგემა აუტიზმის ეროვნული ცენტრის კომპლექსისთვის ერთი კოტეჯის მშენებლობა, რომელშიც თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“.
კომპანია „ჰაიედლბერგ ცემენტ ჯორჯია“ და „ლისი დეველოპმენტი“-ს ერთობლივი თანამშრომლობით აშენდა ფერადი ქალაქსი მეოთხე კოტეჯი, და საჩუქრად გადაეცა აუტიზმის ეროვნულ ცენტრს.
კერძო კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა, იმედს გვაძლევს, რომ აუტიზმის ეროვნული ცენტრი – ფერადი ქალაქი ერთობლივი ძალისხმევით მოკლე ხანში შესძლებს მიაწოდოს სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისები აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს.