2022წ. 24 ოქტომბერი
„აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდ“-სა და სამშენებლო კომპანია „თეთრი კვარდატი“-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიის მიერ, საკუთარი ხარჯებით, აუტიზმის ეროვნული ცენტრის-ფერადი ქალაქის კომპლექსისთვის მესამე კოტეჯის მშენებლობას და ქველმოქმედების სახით, საჩუქრად გადაცემას.
კომპანია „თეთრი კვადრატი“ ძირითადი საქმიანობის გარდა, ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობითაც. არაერთი საქველმოქმედო აქცია აქვთ განხორციელებული და ამჯერად, ეროვნული მნიშვნელობის ცენტრის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
კოტეჯები წარმოადგენს აუტიზმის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელშიც აუტიზმის მქონე ადამიანები შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს. ასევე, კრიზისულ პერიოდებში, 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ, კოტეჯი მოემსახურება აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს, რათა დარეგულირდეს კრიზისული მდგომარეობა და ოჯახის წევრებს მიეცეთ შესაბამისი რეკომენდაციები.
აუტიზმის ეროვნული ცენტრი სხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად მოიცავს 6 კოტეჯს.
ფონდი, რომელიც მშობლების მიერ არის დაფუძნებული, მუდმივად გრძნობს დიდ მხარდაჭერას ქართული კომპანიების მხირდან და ეს დიდ სტიმულს აძლევს პროექტის მონაწილეებს, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების საკითხში.