ფერადი ქალაქი

საქველმოქმედო აქცია #მეაქვარ! (შოკოლადების)

მე აქ ვარ!

„აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“-ს ორგანიზებით და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ბარამბო“-ს მხარდაჭერით,  სოციალური კამპანია „მეაქვარ #შენსადხარ? განხორციელდა, რომლის მიზანი აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო თანხების მობილიზებაა. ასევე, საზოგადოების ინფორმირება მოზარდი და ზრდასრული აუტიზმის მქონე ადამიანების პრობლემებზე, მათთვის აუცილებელი სერვისების შექმნის აუცილებლობაზე. კომპანია „ბარამბო“-ს მიერ წარმოებული შოკოლადები, ფონდის ბრენდირებით, მხარდამჭერი კომპანიების (კარფური, სპარი) სავაჭრო ქსელებში გაიყიდა.

კამპანია აქტიურად წარიმართა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ჩართულობით. აქციაში მონაწილეობა 40 000 ადამიანმა მიიღო. კამპანიას ფართოდ გაშუქდა საინფორმაციო საშუალებებით. შოკოლადების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხა ფონდში, ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის.

მსგავსი ბლოგები: