ფერადი ქალაქი

სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი სასტუმრო სტამბა-ში

5 ივლისს, სასტუმრო „სტამბა“-ს ამფითეატრში გაიმართა სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი (მაესტრო ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად), რომელიც ეძღვნებოდა აუტიზმის ეროვნული ცენტრის – ფერადი ქალაქის  მშენებლობის მხარდაჭერას კონცერტში განსაკუთრებული მონაწილის სტატუსით მოწვეული იყო ცნობილი ქართველი მომღერალი ნუკრი კაპანაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა – ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. კონცერტის მუსიკალური თანხლება უზრუნველყო მუსიკალურმა ბენდმა  – „ნიუტონმა“. მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ მარინა ბერიძე, ხოლო კონცერტის რეჟისურა – ზაალ ჩიქობავას ეკუთვნის.  საღამოზე გაჟღერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი პოპულარული ქართული სიმღერები. კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს ცქრიალა ღვინით გაუმასპინძლდა კომპანია „ბადაგონი“. კონცერტიდან შემოსული თანხა, „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდში“ გადაირიცხა, ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის.

მსგავსი ბლოგები: