სოციალური კამპანია #მეაქვარ! რომელიც „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს დამფუძნებელმა მშობლებმა წამოიწყეს, პირველ რიგში საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
აქცია #მეაქვარ, #შენსადხარ?, რომელიც აუტიზმის ეროვნული ცენტრის -ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის დაიწყო არის ჩვენი, საზოგადოების ხმა აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ, რომ ისინი მარტო არასდროს დარჩებიან. ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით.
#მეაქვარ არის თავად აუტიზმის მქონე ადამიანების ხმა, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ თითქოს ერთი შეხედვით შეუმჩნეველნი არიან, ამ სიტყვებით გვახსენებენ თავს და გვეკითხებიან #შენსადხარ?
კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერი კომპანიების: „კარფური“; „გუდვილი“ და „სპარი“-ს ქსელურ მაღაზიებში, ფონდის ბრენდირებული სტიკერები გაიყიდა. აქციაში ჩართულმა თანამოქალაქეებმა შეძენილი სტიკერებით გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს სლოგანით და მოწოდებით: #მეაქვარ! #შენსადხარ?!
საქველმოქმედო აქციაში საქართველოს მოსახლეობის 35 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შემოსული თანხა ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის, ფონდში გადაირიცხა.
სოციალურ კამპანია ფართოდ გაშუქდა მას-მედიის საშუალებებით.
#მეაქვარ აქცია
Add some content for each one of your videos, like a description, transcript or external links.To add, remove or edit tab names, go to Tabs.