ფერადი ქალაქი

წიგნი – „ჩემი და ლუკას ამბავი“

„ჩემი და ლუკას ამბავი – #მეაქვარ“  ასე ჰქვია წიგნს, რომელიც აუტიზმის მქონე მოზარდის დედამ, „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს თანადამფუძნებელმა, თათია მელაშვილმა დაწერა.

წიგნი ეხება მისი ოჯახის, შვილის, ცხოვრებას აუტიზმთან ერთად. წიგნის შექმნის სურვილი განპირობებული იყო ერთის მხრივ – იმ მშობლების გასამხნევებლად და დასახმარებლად, რომლებიც არც ისე დიდი ხანია ამ დიაგნოზის წინაშე აღმოჩდნენ. მეორეს მხრივ – საზოგადოებისთვის, ინფორმაციის მისაწოდებლად, თუ რას ნიშნავს აუტიზმთან ერთად ცხოვრება.

წიგნის გამოშვების მიზანი საქველმოქმედო აქციაც გახლავთ. წიგნის ავტორის და გამომცემლობა „ინტელექტის“ ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველი ტირაჟიდან შემოსული თანხა, 10 000 ლარი სრულად გადაირიცხა „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდში“, ფერადი ქალაქის მშნებელობისთვის.

მსგავსი ბლოგები: