წინამდებარე დოკუმენტი არის ფერადი ქალაქის ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები. წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება ვებგვერდის ვიზიტორსა/დონორსა და ააიპ „აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდს” შორის.
ააიპ „აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდი” (ს/ნ 405079640), რეგისტრირებული მისამართი — თბილისი, თამარაშვილის გამზ. 2ა. ააიპ „აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდის” წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „ფერადი ქალაქი”.
ფერადი ქალაქის ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და ფერადი ქალაქის სხვა რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც ვებგვერდის ვიზიტორთან/დონორთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს ვებგვერდის ვიზიტორი/დონორი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და დონაციის გაკეთებასთან დაკავშირებულ წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდის ვიზიტორი/დონორი არ ეთანხმება ფერადი ქალაქის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი. ამასთან, ფერადი ქალაქი მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის ან თხოვნის შემთხვევაში, ვებგვერდის ვიზიტორს/დონორს შეუძლია ფერად ქალაქს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: feradi.kalaki@gmail.com. ფერადი ქალაქის გუნდი მზადაა მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
- ფერადი ქალაქი (შემდგომში „ჩვენ”, „ჩვენი”, „ვებ-გვერდი”) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული ააიპ „აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდი” (ს.ნ. 405079640), რეგისტრირებული მისამართით — თბილისი, თამარაშვილის გამზ. 2ა.
- ვებგვერდის ვიზიტორი/დონორი — იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს autism.ge-ზე გააკეთოს დონაცია.
- ვებგვერდის ვიზიტორის/დონორის თანხმობა — წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
- მესამე პირი — ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
- საკონტაქტო ნომერი — ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
- რეგისტრაცია — პირადი ანგარიშის შექმნა.
- ანგარიში — მომხმარებლის autism.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით ვებგვერდის ვიზიტორს/დონორს ეძლევა საშუალება, autism.ge-ზე გააკეთოს დონაცია.
თუ დონაციისას მონიშნულია ღილაკი „ყოველთვიურად”, ვებგვერდის ვიზიტორს/დონორს ეძლევა საშუალება, autism.ge-ზე გააკეთოს ყოველთვიური (განმეორებადი) დონაცია.
რეგისტრაცია
Autism.ge-ზე ყოველთვიური დონაციის გასაკეთებლად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
- სახელი;
- გვარი;
- ელექტრონული ფოსტა;
- მობილურის ნომერი;
- სისტემაში შესასვლელი პაროლი.
ვებგვერდის ვიზიტორს/დონორს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია როგორც დონაციის გაკეთების პროცესში, ისე დონაციის გაკეთებამდე. ვებგვერდის ვიზიტორის/დონორის რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „დონაციას”.
დონაციის გაუქმება / ბარათის წაშლა
დონაციის გაუქმება ან დამახსოვრებული ბარათის წაშლა მარტივია. მომხმარებლის პირად კაბინეტში აირჩიეთ „დონაციის გაუქმება”, მიუთითეთ მიზეზი და დაადასტურეთ არჩევანი. ამის შემდეგ თანხა აღარ ჩამოგეჭრებათ.
დონაციის გაუქმებისთანავე თქვენი ბარათის მონაცემები სისტემიდან ავტომატურად წაიშლება.
თუ გაუქმებამდე თანხა უკვე ჩამოჭრილია, თანხის დაბრუნების საკითხი განიხილება ვებგვერდზე განთავსებული დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად.
სისტემაში შესვლა / ავტორიზაცია
სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია ელექტრონული ფოსტითა და მობილური ნომრის მითითებით.
ვებგვერდის ვიზიტორი/დონორი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
- იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი;
- არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას autism.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
- არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
- არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
- არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
- არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს კანონსაწინააღმდეგო ან ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
- არ გამოიყენებს მოწყობილობას ან პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
- დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს autism.ge-ზე არსებული ინფორმაციის (ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრება) უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას autism.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
- არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის autism.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას;
- არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და autism.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.