ფერადი ქალაქი

აუტიზმი

აუტიზმი

აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ASD) არის ნევროლოგიური და განვითარების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების სოციალურ ურთიერთობებს, კომუნიკაციასა და ქცევაზე. ეს მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმით გვხვდება და ხშირად 2-3 წლის ასაკში, ხდება შესამჩნევი. აუტიზმის მქონე პირები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თუმცა საერთო მახასიათებლები მოიცავს:

მეტყველების შეფერხება, ან მეტყველების სრულიად არ ქონა.

სოციალური უნარების სიმწირე ან საერთოდ არ ქონა; საზოგადოებაში ადაპტაციის, ინტეგრაციის პრობლემები. სიახლეებთან და ახალ გარემოსთან შეგუების სირთულეები.

აუტიზმის მქონე პირებს შეიძლება ახასიათებდეს განმეორებითი ქცევები, როგორიც არის ხელების ქნევა, რწევა, ხტუნვა, სხვადასხვა აქტიობის გამეორება და ა.შ.

აუტიზმი ეროვნული ცენტრი
აუტიზმის ეროვნული ცენტრი

აუტიზმის სპექტრი:

აუტიზმი წარმოადგენს სპექტრს, რაც ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობის მქონე ადამიანები ხშირად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ქცევითი, ასევე ინტელექტუალური და ემოციური თვალსაზრისით.

აუტიზმის მქონე ადამიანების, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის ინტელექტი, განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთ აუტიზმის მქონე პირს შესაძლოა ძალიან მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი ჰქონდეს, მაშინ როცა, სხვას – აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნები მკვეთრად, მძიმე ფორმით ჰქონდეს გამოხატული და ცხოვრების ყველა ასპექტში საჭიროებდნენ დახმარებას. 

აუტიზმის მიზეზები:

აუტიზმის გამომწვევი მიზეზები ჯერ არ არის ცნობილი მედიცინისთვის. არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც მიანიშნებს, როგორც გენეტიკურ ფაქტორებზე, ასევე, მეტაბოლურ დარღვევებსა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების ერთობლიობაზე.

შესაძლო თერაპიები და სერვისები:

აუტიზმის მკურნალობის პროცესი მოიცავს სხვადასხვა მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვებისა და ზრდასრულთა კოგნიტური, სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას. ამ მეთოდებს შორის არის:

ქცევითი თერაპია არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც იყენებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს და მისი მიზანია სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევის დასწავლა მის წინაპირობასა და შედეგზე მანიპულირებით.

თერაპია ხორციელდება ინდივიდის ქცევაზე დაკვირვებით, შეფასებით და მონაცემების გაანალიზებით, რომლის საფუძველზეც ხდება განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენა და მისი განხორციელება.

მუშაობა მიმართულია, როგორც საჭირო უნარების (მაგ. კომუნიკაცია, სოციალური და ფუნქციური უნარები) განვითარებაზე, შენარჩუნებასა და განზოგადებაზე, ასევე ხელისშემშლელი ქცევის მართვაზე.

მეტყველების უნარების განვითარებაზე მუშაობა.

ხელოვნების სხვადასხვა დარგების გამოყენებით გამოხატვისა და სოციალური უნარების განვითარების ხელშწყობა.

პირის უნარების და ინტერესების გათვალისწინებით პრე და პროფესიული უნარების განვითარება და დასწავლა.

აუტიზმის მქონე პირებისთვის ადრეული დიაგნოსტიკა და ინტერვენცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათი განვითარების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

მოხალისეების პროგრამა

დაუჭირე მხარი აუტიზმის ეროვნული ცენტრის განვითარებას

ჩვენს გვერდით იყავი! გვადევნე თვალი და გააზიარე ჩვენი მიზნები.