ფერადი ქალაქი

“რედისონ ბლუ ივერიის” საქველმოქმედო აქცია

2016 წლის 7 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში  საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა   ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტის აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის კონცეფცია წარადგინა. პრეზენტაციას დაესწრნენ საერთაშორისო სასტუმროების ქსელის რედისონ ბლუს  65 ქვეყნის გენერალური მენეჯერი, რომელთაც ფინანსურ წვლილი  შეიტანეს ცენტრის მშენებლობის საქმეში. ფონდს მათი სახელით 5000 ლარი გადაეცა. პრეზენტაციაზე   სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას გენერალური მენეჯერმა, ბატონმა იორდი […]

საქველმოწმედო კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

2016 წლის 4 აპრილს ქ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის დამფუძნებელი მშობლების ორგანიზებით  გაიმართა აუტიზმის შესახებ ცნობადობის  ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი. საქველმოქმედო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები გახლდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. თბილისი მერია,  ქ. თბილისის საკრებულო,  კომპანიები: „გალფი“, „NCC“, „ერნტს ენდ იანგი“, „სარაჯიშვილი“, „ანაგი“, „ლენდ ენდ […]

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გამოფენა

2016 წლის 2 აპრილს ქ. თბილისის საკრებულოს შენობა აუტიზმის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას დაეთმო, რომელიც მოქანდაკე ქეთი მელქაძის ინიციატივით და აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენაში 26 ცნობილი ქართველი მხატვარი მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებში. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და […]