ფერადი ქალაქი

„KORDZ” -ის კონცერტი

ტრადიციულად, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს ორგანიზებით, 1 აპრილს, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში, ცნობილი მუსიკოსის, ალექს კორძაიას – KORDZ ის  საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო გორის ქალთა და ბავშვთა გუნდმა – თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით. ასევე, სიმებიანმა კვინტეტმა – ელენე გოგოძის; გიორგი გურგენაძის; იაკო კვალიაშვილის; მილენა ჯალალბეკოვას; სესილია სანებლიძის შემადგენლობით; გიტარისტმა – რომან ბულახოვმა. კონცერტის მუსიკალური პროდიუსერი- მარინა ბერიძე გახლდათ.

კონცერტი ჩატარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის, კომპანების: „მზიური გარდენს“, „გალფი“, „ლუტეციას“, „ველნესს“ და „ლენ ენდ კომპანი“-ს ფინანსური მხარდაჭერით.

საქველმოქმედო აქცია ფართოდ გაშუქდა მას-მედიის საშუალებებით. კონცერტიდან შემოსული თანხა, სრულად მიემართა აუტიზმის ეროვნული ცენტრის -ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის.

მსგავსი ბლოგები: