ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვა. გთხოვთ გაეცნოთ კონფიდეციალურობის პოლიტიკას. ჩვენს საიტზე, დონაციის განხორციელებით, თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკას:
ჩვენი დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ინდივიდი, კერძო სექტორი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შემოწირულობა არ ახდენს გავლენას ორგანიზაციის საქმიანობის დამოუკიდებლობაზე, და არ უქმნის საფრთხეს რეპუტაციას.
ჩვენი ორგანიზაცია არ იღებს დონაციას პოლიტიკური პარტიებისგან და ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. რადგან გვსურს ორგანიზაციის საქმიანობას, რეპუტაციას და პატიოსნებას არ შეექმნას საფრთხე.
პირადი ინფორმაცია შემოწირულობის განხორციელებისთვის:
იმისთვის, რომ განახორციელოთ დონაცია autism.ge-ზე, უნდა გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია. აღნიშნული პროცესი მოიცავს, თქვენი სახელის, გვარის, ტელეფონის და ელექტრონული ფოსტის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
საბანკო მონაცემებს, რომელიც თქვენ შეგყავთ დონაციის განხორციელებისას, ჩვენი საიტი არ ინახავს. აღნიშნული ინფორმაცია ტრანზაქციისას, UniPay-ს საშუალებით პირდაპირ გადაეცემა ბანკს, სადაც ინახაება დაცულ სერვერზე, ისევე, როგორც თქვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი სხვა ტრანზაქციის დროს.
თქვენი პერსონალურ ინფორმაციის გამოყენება:
თქვენი პერსონალური ინფორმაცია გამოიყენება, მხოლოდ დონაციის მიზნით, ტრანზაქციის განსახორციელებლად, საბანკო კანონმდებლობის შესაბამისად.
თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება, შესაძლებელია საჭირო გახდეს, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შემთხვევაში.
თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვა:
ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენს მიერ, დონაციის მიზნით დაფიქსირებული პერსონალური ინფორმაციაზე წვდომა აქვს, მხოლოდ ჩვენი ვებ- გვერდის ადმინისტრატორს.
ჩვენ გპირდებით, რომ:
ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
არ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არამართლზომიერად;
საქართველოს კანონის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” შესაბამისად, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწვდით თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შესახებ ინფორმაციას.
თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: feradi.kalaki@gmail.com
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში:
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, კანონმდებლობის ცვლილების გათვალისწინებით, განვახორციელოთ ცვლილება, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. გთხოვთ, პერიოდულად თვალი ადევნოთ ცვლილებებს.