
სანიშნები, გუდვილის, კარფურის და ბიბლუსის სავაჭრო ქსელში გაიყიდა. სოციალური კამპანიის მიზანი, ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის თანხების შეგროვება და ასევე, საზოგადოების ინფორმირება გახლდათ. ის მცირე ინფორმაცია, რომელიც სანიშნეებზე არის დატანილი, საზოგადოების წევრებს გაუადვილებს აუტიზმის მქონე ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებას, რაც თავის მხრივ აუტისტ ადამიანს დაეხმარება სოციალურ ინტეგრაციაში.
აქციამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა მას-მედიაში და სოციალურ ქსელებში.