„ფერადი ქალაქი“ არის სივრცე, სადაც აუტიზმის მქონე მოზარდები და ზრდასრულები შეძლებენ შეიძინონ თვითმოვლის, აკადემიური და შრომითი უნარები, რაც მათ მომავალში დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. მშობლების მთავარი კითხვაც ხომ ეს არის – რა იქნება ჩემს შემდეგ, როგორ იცხოვრებს ის მომავალში ჩემს გარეშე? სწორედ ამ კითხვაზე პასუხია „ფერადი ქალაქი – აუტიზმის ეროვნული ცენტრი“.
ჩვენ შესახებ
პროექტი ბენეფიციარებს დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს უქმნის.
ბენეფიციარები სწავლობენ აკადემიურ, ხელოვნების, სპორტის, კულინარიის, IT და სხვა უნარებს, საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.
კრიზისული პერიოდების მართვა, თვითმოვლის და საყოფაცხოვრებო უნარების სწავლება, ოჯახის ჩანაცვლებითი სერვისი.
ფერადი ქალაქის კონცეფცია ითვალისწინებს სოციალური საწარმოების საშუალებით, ბენეფიციარებისთვის სამუშაო უნარების დასწავლის პროცესს. გათვალისწინებულია სათბურების სახით სოციალური საწარმოები.
რატომ სათბურები?
აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია რუტინული საქმიანობა. სათბურებში მუშაობა სწორედ ასეთ რუტინულ საქმიანობას ითვალისწინებს. ასევე, ნიადაგთან მუშაობა, დადებითად აისახება ემოციური ფონზე.
საქართველოში აგრო ბიზნესი მზარდი სექტორია და მუდმივად საჭიროებს კადრებს. ამდენად, ცენტრი იზრუნებს, იმ ბენეფიციარების დასაქმებაზე აგროსექტორში, რომლებიც კარგად აითვისებენ საქმიანობის ამ სახეს.
ფერად ქალაქში დაგეგმილია სხვა ტიპის სოციალური საწარმოების მუშაობაც.
დონაციები
დონორები
მოხალისეების პროგრამა
ჩვენს გვერდით იყავი! გვადევნე თვალი და გააზიარე ჩვენი მიზნები.