„აუტიზმის ეროვნული ცენტრის -ფერადი ქალაქი“-ს კომპლექსის პირველი კოტეჯი დასრულდა.

2020წ. 15 ოქტომბერი. ფერადი ქალაქის კომპლექსის პირველი კოტეჯი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა, კერძო კომპანიებთან (ბრიკორამა, ფორტექსი, ლისი-დეველოპმენტი, ტოიოტა ჯორჯია, კნაუფი) ერთად ააშენა, დასრულდა და საჩუქრად გადაეცა მომავალ „აუტიზმის ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნულ ცენტრს მშობლების მიერ დაარსებული საქველმოქმედო „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“ აშენებს. კოტეჯი წარმოადგენს აუტიზმის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელშიც აუტიზმის მქონე ადამიანები შეისწავლიან დამოუკიდებლად […]
სამშენებლო კომპანია NCC-სთან ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2020წ. 21 ივლისი „აუტიზმის კვლევისა და ხელშესწყობის ფონდსა“ და სამშენებლო კომპანია NCC-ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სამშენებლო კომპანიის მხრიდან, საკუთარი ხარჯებით, აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის კომპლექსის მეორე კოტეჯის მშენებლობას, რომელიც დასრულების შემდგომ, საჩუქრად გადაეცემა მომავალ ეროვნულ ცენტრს. კომპანია NCC ცნობილია თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აღნიშნული კეთილშობილი აქტი, ფონდთან პირველი თანამშრომლობის […]
GIPA-ს სტუდენტების საქველმოქმედო აქცია

2019 წლის დეკემბერში GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა, საკურსო ნაშრომის სახით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქველმოქმედო პროექტი შეიმუშავეს. „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“-თან თანამშრომლობით, ფონდის სასაქონლო ნიშნის ეტიკეტით ჩამოასხეს სამი ტიპის ღვინო. პროდუქტი რეალიზდა თბილისსა და რუსთავში, მიღებული თანხა კი გადაირიცხა ფონდის ანგარიშზე აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის მხარდასაჭერად.
COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის მქონე პირების ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კვლევა

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია” სამედიცინო ცენტრ „პინეოსთან“ ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის პანდემიის დროს აუტისტური სპექტრის აშლილობების (ასა) მქონე ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ამ მიზნით, სამედიცინო მომსახურების ინკლუზიური პილოტური მოდელის შექმნას და დანერგვას. პანდემიის დროს, ასა-ს მქონე პირებისთვის დამახასიათებელი კომუნიკაციის სირთულეები, გაზრდილი სენსორული მგრძნობელობა, უცნობი გარემოსა და პროცედურების […]
რუსთავი 2-ს აქცია

2019 წლის 1 ივნისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს , დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. ტელეკომპანიისა და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს თანამშრომლობით, საიუბილეო დღე აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის მშენებლობის მხარდასაჭერი აქციით აღინიშნა. აქციის ფარგლებში, ტელეკომპანია რუსთავი-2 ის ეთერში ტელემარათონი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარდაჭერის მსურველ პირებს, მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის ქსელებში, სპეციალურ ნომრებზე განხორციელებული ზარით შეეძლოთ თავიანთი […]
„აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის“ პირველი კოტეჯის მშენებლობა დაიწყო

2019 წლის 2 მაისს, საქართველოს რაგბის კავშირის და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს ორგანიზებით, საფუძველი ჩაეყარა აუტიზმის ეროვნული ცენტრის კომპლექსის პირველი კოტეჯის მშენებლობას. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ბატონი გოჩა სვანიძის და “აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს აღმასრულებელი დირექტორის, ბატონი მერაბ გოგბერაშვილის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთნამაშრომლობის მემორანდუმს. აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, […]
აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა დაიწყო!

2019 წლის 2 აპრილს აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა – „აუტიზმის ეროვნული ცენტრის-ფერადი ქალაქის“ მშენებლობის დაწყება აუწყა საზოგადოებას. მშენებლობის დაწყების შესახებ პრეზენტაცია, „რესპუბლიკა“-ში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომაპტიური კორპუსის და საერთაშროსო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროექტში ჩართული კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები. აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს […]
საქველმოქმედო აქცია #მეაქვარ! (შოკოლადების)

მე აქ ვარ! „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“-ს ორგანიზებით და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ბარამბო“-ს მხარდაჭერით, სოციალური კამპანია „მეაქვარ #შენსადხარ? განხორციელდა, რომლის მიზანი აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო თანხების მობილიზებაა. ასევე, საზოგადოების ინფორმირება მოზარდი და ზრდასრული აუტიზმის მქონე ადამიანების პრობლემებზე, მათთვის აუცილებელი სერვისების შექმნის აუცილებლობაზე. კომპანია „ბარამბო“-ს მიერ წარმოებული შოკოლადები, ფონდის ბრენდირებით, მხარდამჭერი კომპანიების […]
სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი სასტუმრო სტამბა-ში

5 ივლისს, სასტუმრო „სტამბა“-ს ამფითეატრში გაიმართა სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი (მაესტრო ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად), რომელიც ეძღვნებოდა აუტიზმის ეროვნული ცენტრის – ფერადი ქალაქის მშენებლობის მხარდაჭერას კონცერტში განსაკუთრებული მონაწილის სტატუსით მოწვეული იყო ცნობილი ქართველი მომღერალი ნუკრი კაპანაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა – ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. კონცერტის მუსიკალური თანხლება უზრუნველყო მუსიკალურმა ბენდმა – „ნიუტონმა“. მუსიკალური […]
აქციის “მე აქ ვარ” ლოგო დარეგისტრირდა როგორც სასაქონლო ნიშანი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი), სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ივლისის დადგენილებით აქციის #მეაქვარ დევიზი და ლოგო დარეგისტრირდა როგორც სასაქონლო ნიშანი და უფლება გვეძლევა დავიტანოთ იგი მომავლში „აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ ეგიდით გამოშვებულ სოციალურ პროდუქციაზე.