ფერადი ქალაქი

აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის ნაკვეთი გამოიყო

2017 წლის სექტემბერში თბილისის მერიამ აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდს პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა სამგოს რაიონში მდებარე 2 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 01.19.33.019.184) აუტიზმის ეროვნული ცენტრის ასაშენებლად. ეს იქნება რეგიონში პირველი სასწავლო/სარეაბილიტაციო კომპლექსი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდი და ზრდასრული ასაკის პირებისთვის, სადაც უნდა განთავსდეს 24-საათიანი მონიტორინგის ცენტრი, სვადასხვა ტიპის „სოციალური საწარმო“, „დღის ცენტრი“ ტრეინინგებისთვის, სპორტული […]

სტიკერების აქცია #მეაქვარ!

სოციალური კამპანია #მეაქვარ! რომელიც „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს დამფუძნებელმა მშობლებმა წამოიწყეს, პირველ რიგში საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება. აქცია #მეაქვარ, #შენსადხარ?, რომელიც აუტიზმის ეროვნული ცენტრის -ფერადი ქალაქის მშენებლობისთვის დაიწყო არის ჩვენი, საზოგადოების ხმა აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ, რომ ისინი მარტო არასდროს დარჩებიან. ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით. #მეაქვარ არის თავად აუტიზმის მქონე ადამიანების ხმა, […]

“რედისონ ბლუ ივერიის” საქველმოქმედო აქცია

2016 წლის 7 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში  საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდმა   ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტის აუტიზმის ეროვნული ცენტრის- ფერადი ქალაქის კონცეფცია წარადგინა. პრეზენტაციას დაესწრნენ საერთაშორისო სასტუმროების ქსელის რედისონ ბლუს  65 ქვეყნის გენერალური მენეჯერი, რომელთაც ფინანსურ წვლილი  შეიტანეს ცენტრის მშენებლობის საქმეში. ფონდს მათი სახელით 5000 ლარი გადაეცა. პრეზენტაციაზე   სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას გენერალური მენეჯერმა, ბატონმა იორდი […]

საქველმოწმედო კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

2016 წლის 4 აპრილს ქ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის დამფუძნებელი მშობლების ორგანიზებით  გაიმართა აუტიზმის შესახებ ცნობადობის  ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი. საქველმოქმედო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები გახლდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. თბილისი მერია,  ქ. თბილისის საკრებულო,  კომპანიები: „გალფი“, „NCC“, „ერნტს ენდ იანგი“, „სარაჯიშვილი“, „ანაგი“, „ლენდ ენდ […]

აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გამოფენა

2016 წლის 2 აპრილს ქ. თბილისის საკრებულოს შენობა აუტიზმის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას დაეთმო, რომელიც მოქანდაკე ქეთი მელქაძის ინიციატივით და აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენაში 26 ცნობილი ქართველი მხატვარი მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებში. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და […]

საერთაშორისო კონფერენცია – „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“

2015 წლის 11 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“, რომელიც პროექტ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების ჩამოყალიბება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობის მიმოხილვას საქართველოში, დიაგნოსტირების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის, სოციალური ხელშეწყობისა და ინტეგრაციის შესახებ ჩეხური გამოცდილების […]

“ეგო” – 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღე

უკვე მეორე წელია, საქართველო აუტიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2 აპრილს არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი მუსიკოსები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ. აუტიზმის საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება ქვეყნის სიმბოლოების ღია ლურჯ ფერად განათებით, აქციას ჰქვია „გაანათე ლურჯად“. ამ დღეს ეგვიპტეში პირამიდები, საფრანგეთში ეიფელის […]

2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი

2015 წ. 2 აპრილი. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი. 2 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტი ორგანიზებული იყო აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის“ მიერ. ღონისძიების სპონსორები გახლდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია; კომპანიები – ანაგი, არტანუჯი […]

„ახალგაზრდები – ახალგაზრდებისთვის“ საქველმოქმედო კონცერტი

2 აპრილი. 2014 წ. რუსთაველის თეატრი 2 აპრილი, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნეს. კონცერტის მიზანი აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება და აუტიზმის ცენტრისთვის თანხის შეგროვება გახლდათ. საქველმოქმედო საღამო ახალგაზრდა მუსიკოსების, დავით ალადაშვილის და ნატალია ქუთათელაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ ეგიდით წარიმართა. კონცერტის მუსიკალური პროდიუსერი ქალბატონი […]